QA ინჟინერი
"AzRy" - პროგრამული და აპარატურული გადაწყვეტილებების მწარმოებელი კომპანია - აცხადებს ვაკანსიას QA ინჟინრის პოზიციაზე.
ჩვენ შესახებ
"AzRy"-ს სისტემებს საქართველოში ყოველდღიურად ასობით ათასი ადამიანი იყენებს. დაგროვილმა გამოცდილებამ და წარმატებულმა პროექტებმა გაგვიჩინა საერთაშორისო ბაზარზე გასვლის ამბიცია - იმედი გვაქვს, რომ ხვალ, შენი დახმარებით, მილიონობით ადამიანს მსოფლიოს მასშტაბით გავუმარტივებთ ცხოვრებას.
ჩვენი თანამშრომლების შეფასებით, კომპანია AzRy არის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი სწრაფი პროფესიული ზრდისა და უნიკალური გამოცდილების მისაღებად. სწორედ ამიტომ AzRy პოპულარულია სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შორის.
მოკლედ იმის შესახებ, რასაც ვქმნით:
** საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადახდებისა და მართვის სისტემა - დანერგილია თბილისში, ბათუმში, რუსთავში, ქუთაისსა და საქართველოს კიდევ 23 ქალაქში; ყოველდღიურად 1.5 მილიონზე მეტ მგზავრს ემსახურება; ** თვითმომსახურების ტერმინალების მართვის მოწინავე სისტემა - მართავს ათასობით მოწყობილობას ამ სფეროში ბაზრის ლიდერ კომპანიებში; ** საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა, რომლითაც საქართველოს წარმატებული ფინანსური ინსტიტუტების დიდი ნაწილი სარგებლობს; ** ლიზინგის მართვის კომპლექსური სისტემა, რომელიც წარმატებით მუშაობს ბაზრის 75%-ის მფლობელ ლიდერ კომპანიაში; ** პარტნიორობა საერთაშორისო კომპანიებთან - Discovery Limited, Vitality Group Inc. და სხვები.
როლის შესახებ
ვეძებთ QA Engineer-ს, რომელიც ჩაერთვება ფინტექ და თვითმომსახურების მიმართულების პროდუქტების ტესტირებაში. ეს ის როლია, სადაც ხარისხზე პასუხისმგებლობა რეალურია: სისტემები, რომლებსაც შენ შეამოწმებ, ყოველდღიურად ფულთან და ათასობით მომხმარებელთან მუშაობს. ჩვენს გუნდში ვაფასებთ ცნობისმოყვარეობას, გამბედაობასა და ექსპერიმენტის სურვილს - და განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვინც მოტივირებულია თვითგანვითარებისთვის.
სამუშაო მოვალეობები:
** მოთხოვნებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის ანალიზი, გაურკვევლობებისა და წინააღმდეგობების ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა; ** სატესტო დოკუმენტაციის შედგენა და განახლება; ** ფუნქციური, რეგრესიული, ინტეგრაციული ტესტირების ჩატარება; ** დეფექტების აღწერა, პრიორიტეტიზაცია და მათი სასიცოცხლო ციკლის მართვა; ** ყოველდღიური კომუნიკაცია ინჟინრებთან, ბიზნეს ანალიტიკოსებსა და შესაბამისი პროდუქტების მენეჯერებთან; ** რელიზის მზაობის შეფასება და პროდაქშენში გასვლის მხარდაჭერა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 2 წლის გამოცდილება მანუალურ ტესტირებაში, რეალურ კომერციულ პროექტებზე; ** ტესტირების თეორიისა და პრაქტიკის სიღრმისეული ცოდნა; ** ხარისხიანი, რეპროდუცირებადი ბაგ-რეპორტების წერის უნარი; ** ტესტ-მენეჯმენტისა და საკითხების ტრექინგის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (Jira); ** ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** ინგლისური ენა ტექნიკურ დოკუმენტაციასთან სამუშაოდ საკმარის დონეზე.
უპირატესობად ჩაითვლება:
** API-ს ტესტირების გამოცდილება (Postman, Swagger); ** SQL-ის საბაზისო ცოდნა მონაცემების დამოუკიდებლად შემოწმებისთვის; ** ფინტექ, საბანკო ან საგადახდო სისტემების დომენის ცოდნა; ** აპარატურასთან (ტერმინალები, პრინტერები, გადახდის აპარატები) მუშაობის გამოცდილება; ** ტესტირების ავტომატიზაციის საბაზისო გაგება.
თუ გამოცდილება ჯერ არ გაქვს:
ჩვენთვის გამოცდილების წლები არ არის მთავარი საზომი - მთავარია აზროვნების წესი. თუ ფორმალურად ნაკლები გამოცდილება გაქვს, მაგრამ დარწმუნებული ხარ, რომ ეს შენი პოზიციაა, გამოგვიგზავნე განაცხადი და აუცილებლად დაურთე სამოტივაციო წერილი (5-10 წინადადება)
რას გთავაზობთ:
** კონკურენტულ ანაზღაურებას; ** კომპანიაში დანერგილი წახალისების სისტემის შესაბამისად - ყოველწლიურ მოგების განაწილებას; ** ჯანმრთელობის დაზღვევის პრემიუმ პაკეტს; ** სპორტული და გამაჯანსაღებელი ობიექტების სერვისებით სარგებლობას კომპანიის თანადაფინანსებით; ** კომფორტულ და თანამედროვე სამუშაო გარემოს; ** პროფესიული ზრდის რეალურ შესაძლებლობას გუნდში, სადაც ცოდნის გაზიარება და მხარდაჭერა ყოველდღიური პროცესის ნაწილია.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ განაცხადი 20 სექტემბრამდე, ბმულზე: https://jobs.azrycloud.com/vacancy?id=64
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.