8613 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

VCTHKFYZ გამოქვეყნდა 2 სექ 2 ნახვა

ქოლცენტრის ოპერატორი / ინტერვიუერი

ანოვა გარე განცხადება
დისტანციური სრული განაკვეთი მედია / გამომცემლობა
შეთანხმებით ბოლო ვადა:

ანოვა აცხადებს ვაკანსიას: ქოლცენტრის ოპერატორი (ინტერვიუერი)

კვლევითი კომპანია "ანოვა", რომელიც 2017 წლიდან წარმატებით აწვდის ბაზარს სოციოლოგიურ გამოკითხვებსა და მონაცემებზე დაფუძნებულ მარკეტინგულ კონსალტინგს ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებს, ეძებს მოტივირებულ და კომუნიკაბელურ პირებს ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

თუ ეძებ სამსახურს, რომელიც მარტივად შეთავსებადია სწავლასთან ან სხვა საქმიანობასთან და გსურს მონაწილეობა მიიღო საინტერესო კვლევით პროექტებში, ეს ვაკანსია თქვენთვისაა!

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: - სატელეფონო გამოკითხვების წარმოება წინასწარ განსაზღვრული კითხვარის მიხედვით; - რესპონდენტებთან პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება და კვლევაში მათი ჩართვა; - მიღებული პასუხების ზუსტი და კორექტული ასახვა ელექტრონულ ბაზაში.

რას გთავაზობთ „ანოვა“: - მოქნილი სამუშაო გრაფიკი: შენზე მორგებული ცვლები (დღეში მინიმუმ 3 ან 6 საათი); - დისტანციური მუშაობა: დავალებების შესრულება შესაძლებელია სახლიდან გაუსვლელად; - სწავლება და განვითარება: ყოველი ახალი პროექტის დაწყების წინ ჩვენ უზრუნველყოფთ თქვენს სრულფასოვან დატრენინგებასა და ინსტრუქტაჟს; - მეგობრული გარემო: პროფესიონალი გუნდის მხარდაჭერა მუშაობის პროცესში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - გამართული მეტყველება და კომუნიკაციის კარგი უნარი; - პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის გრძნობა; - კომპიუტერთან მუშაობის საბაზისო უნარები; - მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად (თუმცა არ არის სავალდებულო).

ანაზღაურება: - ანაზღაურება გამომუშავებით

დამატებითი პირობები: დისტანციურად მუშაობისთვის აუცილებელია გქონდეთ გამართული კომპიუტერი, ყურსასმენები (მიკროფონით) და სტაბილური ინტერნეტ კავშირი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ სამუშაო დღეებში 11:00 საათიდან 19:00 საათამდე, მითითებულ ნომრებზე: +995577589506; +995591096748

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ანოვა
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა