ბორბლიანი ექსკავატორის ოპერატორი
შპს MAQRO Construction არის MAQRO ჯგუფის მამოძრავებელი ძალა. კომპანია აშენებს ავტომაგსიტრალებს, საცხოვრებელ კომპლექსებს, სასტუმროებს, რესტორნებს, მაღაზიებსა და ოფისებს, სადაც ადამიანები თავს კომფორტულად გრძნობენ. დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ კომპანიის ელექტრონული გვერდი www.maqro.ge
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ავტომაგისტრალის სამშენებლო ობიექტზე ბორბლიანი ექსკავატორის ოპერატორის პოზიციაზე
სამუშაო პირობები: - სამუშაო ადგილი - საგარეჯო - ანაზღაურება შეთანხმებით
ძირითადი მოვალეობები: - ექსკავატორის მართვა (ბორბლებიანი). - მიწის ამოღება, გათხრა, გადატანა და გასწორება. - სამშენებლო გეგმების მიხედვით მოქმედება. - ტექნიკის ყოველდღიური ინსპექტირება და მოვლა. - უსაფრთხოების წესების დაცვა.
პიროვნული უნარ-ჩვევები: - ეფექტური კომუნიკაციის უნარი; - პასუხისმგებლობის გრძნობა; - პუნქტუალობა; - დეტალებზე ორიენტირებულობა;
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - ანალოგიურ ან მსგავს პოზიციაზე სულ მცირე 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება; - სასურველია თურქული ან რუსული ენის ცოდნა; - განათლება ტექნიკური ან საინჟინრო მიმართულებით (სასურველია მშენებლობის ან მასალათმცოდნეობის ფაკულტეტი)
კომპანია გთავაზობთ: ჯანმრთელობის დაზღვევას, კვებას, კორპორატიული ნომერს (ულიმიტო პაკეტით)
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, ან გამოგვეხმაუროთ სატელეფონო ნომერზე: შენიშვნა: დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.