ფინანსური დირექტორი
"Dreamland Oasis Chakvi" წარმოადგენს საქართველოში პირველ, პრემიუმ კლასის დასასვენებელ და საცხოვრებელ კომპლექსს, რომელიც მდებარეობს დაბა ჩაქვში, აჭარის ულამაზეს მთიანეთსა და შავი ზღვის სანაპიროს შორის. კომპლექსი აერთიანებს პრემიუმ კატეგორიის სასტუმროს, საცხოვრებელ აპარტამენტებს, ასევე გართობისა და დასვენებისათვის განკუთვნილ სივრცეებს.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ონლაინ პლატფორმებს:
- https://www.linkedin.com/company/4870928/
- https://www.facebook.com/dreamlandoasishotel/
- https://www.instagram.com/dreamlandoasis_chakvi/
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ფინანსური დირექტორის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი - სრული სამუშაო ადგილი - ჩაქვი უშუალო ხელმძღვანელი - კომპანიის დირექტორი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის ფინანსური და ბუღალტრული პოლიტიკის დაგეგმვა და მართვა
- ფინანსური დეპარტამენტის დოკუმენტების (სტრატეგია, სახელმძღვანელოები-ინსტრუქციები, სამოქმედო გეგმა, ბიზნეს-პროცესები) შემუშავება/დანერგვა
- კომპანიის წლიური სამოქმედო გეგმის შემუშავებაში პოზიციის შესაბამისი ჩართულობა
- კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავება და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებთან (IFRS) შესაბამისობის უზრუნველყოფა
- წლიური კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მომზადება ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) შესაბამისად
- კომპანიაში დადგენილი სტანდარტების მიხედვით, პერიოდული ანგარიშგებების მომზადება/წარდგენა კომპანიის უმაღლესი მენეჯმენტისა და დამფუძნებლებისათვის
- სააღრიცხვო პერიოდის (ფინანსური წლის) დროულად და სწორად დახურვის უზრუნველსაყოფად ვადებში გაწერილი გეგმის შემუშავება და აღნიშნული გეგმის შესრულების მონიტორინგი
- დეპარტამენტებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე წლიური ბიუჯეტის გეგმის შემუშავება
- უმაღლესი მენეჯმენტის რეკომენდაციების საფუძველზე ბიუჯეტის საბოლოო ფორმის მომზადება და დასამტკიცებლად წარდგენა დირექტორთან
- დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულების მონიტორინგი
- კომპანიაში არსებული სხვადასხვა დეპარტამენტების შესრულების ყოველთვიური ფინანსური ანალიზი, განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება/წარდგენა
- დანახარჯების ოპტიმიზაციაზე ზრუნვა
- ფულადი სახსრების მოძრაობის კონტროლი
- საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის შერჩევაში მონაწილეობის მიღება, შერჩეულ კომპანიასთან ურთიერთობა და სამუშაო პროცესის კოორდინაცია
- გარე აუდიტის შედეგების საფუძველზე კომპანიის ბუღალტრულ ჩანაწერებში შესაბამისი კორექტირებების განხორციელების მონიტორინგი
- გარე აუდიტის დასკვნის განხილვა და მისაღები რეკომენდაციების განხორციელების მიზნით მმართველი გუნდისათვის წინადადებების წარდგენა
- ფინანსური ინფორმაციის ERP პროგრამასთან ინტეგრირების უზრუნველყოფა
- საფინანსო და სადაზღვევო ინსტიტუტებთან ურთიერთობის კოორდინაცია
- ფინანსური ოპერაციების კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა
- ძირითადი საშუალებების პერიოდული ინვენტარიზაციის ჩატარების უზრუნველყოფა / შედეგების მონიტორინგი და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა
- მარაგების კონტროლი და არაეფექტური მარაგების დაგროვების შემთხვევაში რეაგირება შესაბამისი პირების ინფორმირებით
- დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის პერიოდული ანალიზი
- დაქვემდებარებული თანამშრომლების ფუნქცია-მოვალეობების განსაზღვრა და მათი ეფექტური გადანაწილება
- დაქვემდებარებულ თანამშრომელთა კვალიფიკაციაზე ზრუნვა და ახალი თანამშრომლის აყვანის შემთხვევაში ადაპტაციის პროცესში ხელშეწყობა
- თანამშრომელთა შესრულებული საქმიანობის მონიტორინგის და შეფასების საფუძველზე, შესაბამისი გადაწყვეტილების ინიცირება კომპანიის HR დეპარტამენტთან/კომპანიის დირექტორთან
- სტრატეგიულად მნიშვნელოვანი დოკუმენტების ნაწილში ფინანსური კუთხით ჩართულობა
საჭირო კვალიფიკაცია, ცოდნა, თვისებები & უნარები:
- უმაღლესი განათლება ფინანსების ან/და ეკონომიკის მიმართულებით
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება
- სასურველია რუსული და ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა
- აუცილებელია MS Office-ის ძალიან კარგი ცოდნა
- თანამშრომელს უნდა გააჩნდეს ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი, გუნდის მართვის უნარი, პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის და დროის მართვის უნარი. ფინანსური დირექტორი უნდა იყოს პასუხისმგებლიანი, კოლეგიალური და ორგანიზებული.
შერჩევის ეტაპები:
1. განაცხადების გადარჩევა 2. გასაუბრება
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ფინანსური დირექტორი".
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას!
აპლიკანტის ინფორმირება:
მე, როგორც აპლიკანტი, ჩემი სააპლიკაციო განაცხადის ან/და რეზიუმეს (CV) შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნით ვადასტურებ, რომ შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს მხრიდან ინფორმირებული ვარ შემდეგზე: 1. ჩემ მიერ მიწოდებულ პერსონალურ მონაცემებს დაამუშავებს შპს "დრიმლენდ ოაზისი" (ტელ). 2. ჩემი პერსონალური მონაცემები, შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს მიერ მუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის აღნიშნული კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "ბ" (ჩემთან გარიგების დასადებად) და "კ" (ჩემი რეზიუმეს განსახილველად) ქვეპუნქტების საფუძველზე, ჩემთან სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით. 3. ჩემ მიერ პერსონალური მონაცემების მიწოდება სავალდებულოა/აუცილებელია ჩემი კანდიდატურის განსახილველად, ხოლო, მიუწოდებლობა წარმოადგენს შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს მიერ ჩემი კანდიდატურის განხილვაზე უარის თქმის საფუძველს. 4. შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერია შპს "დატაპრო" (ტელ). 5. ჩემი პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესში ჩართულია იმ დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რომელსაც ეკუთვნის ვაკანსია და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ის თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული შერჩევის პროცესში. თითოეულ მათგანს გაცნობიერებული აქვს პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობა და ნაკისრი აქვს მათი დაცვის ვალდებულება. 6. შპს "დრიმლენდ ოაზისი" არ გეგმავს ჩემი პერსონალური მონაცემების სხვა პირებისათვის გადაცემას, მათ შორის საერთაშორისო გადაცემას. 7. ჩემი პერსონალური მონაცემები ინახება ჩემ მიერ მისი მიწოდებიდან არაუმეტეს 1 (ერთი) წლისა, ხოლო, ჩემთან შრომითი ხელშ
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.