ტრენინგ-კურსი - პროექტების მენეჯმენტი ინფრასტრუქტურულ მშენებლობაში
ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია (ICCA) აცხადებს მიღებას სასერტიფიკატო ტრენინგ-კურსზე: „პროექტების მენეჯმენტი ინფრასტრუქტურულ მშენებლობაში“
კურსი ხორციელდება IABSE-სთან, University of Minho-სთან და საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა NORISK-თან (რისკების შეფასება და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მართვა) პარტნიორობით.
პროგრამა შექმნილია სპეციალურად სამშენებლო სექტორში მომუშავე პროექტის მენეჯერებისა და ინჟინრებისთვის. კურსი აერთიანებს პროექტის მართვის როგორც ტრადიციულ, ისე თანამედროვე (ჰიბრიდულ) მიდგომებს და ორიენტირებულია პრაქტიკული უნარების გამომუშავებაზე.
ძირითადი დეტალები: - დაწყების თარიღი და ხანგრძლივობა: 5 ოქტომბერი, 2026 (2 თვე, 16 შეხვედრა) - გრაფიკი: კვირაში 2-ჯერ (ორშაბათი და ხუთშაბათი), 20:00 - 22:00 სთ. - ადგილმდებარეობა: ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ოფისი (იაკობ გოგებაშვილის ქ. #48) - ღირებულება: 2,000 ლარი - სერტიფიკატი: კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა ასოციაციის სერტიფიკატი.
მონაწილეობის მსურველთათვის სავალდებულოა: - შესაბამის ან მომიჯნავე სფეროში ბაკალავრის დიპლომის ქონა; - განახლებული რეზიუმეს (CV) წარმოდგენა; - ონლაინ სარეგისტრაციო ფორმის სრულყოფილად შევსება.
(დამატებით, უპირატესობად ჩაითვლება პროექტების მართვაში პრაქტიკული გამოცდილება და ინგლისური ენის ცოდნა. აპლიკანტებს შესაძლებლობა აქვთ, დამატებით ატვირთონ პროფილის გამაძლიერებელი სერტიფიკატები).
შერჩევის პროცესი: აპლიკანტები შეირჩევიან სარეგისტრაციო ფორმებისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე. პირველადი გადარჩევის ეტაპის შემდგომ, შერჩეულ კანდიდატებთან ჩაინიშნება გაცნობითი გასაუბრება.
რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSc1bjUicWLE3-AHchDa_inOvkZuw8BdAaO1Bv-iECzRkdRrzw/viewform რეგისტრაციის ბოლო ვადა: 26 სექტემბერი
კურსის მიზნების, განსახილველი თემებისა და ჩვენი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ლექტორების შესახებ სრული ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ სილაბუსი ამ ბმულზე: https://drive.google.com/file/d/1hhoxhWk5mT3XYAW0MQK5W_uvgLo8pKbq/view?usp=sharing
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.