9774 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

5D0VB4P9 გამოქვეყნდა 16 ოქტ 50 ნახვა

საწყობის ოპერატორი

ჯორჯიან ბეიქერსი გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
₾1300–1700 / თვეში +10% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 1,369 ₾ · 104 განცხადება ბოლო ვადა: 17 ნოე
დაზღვევა · განცხადებაში

შპს "ჯორჯიან ბეიქერს" აცხადებს ვაკანსიას საწყობის ოპერატორის პოზიციაზე.

ვეძებთ პასუხისმგებლიან, ორგანიზებულ და დეტალებზე ორიენტირებულ თანამშრომელს, რომელიც უზრუნველყოფს საწყობის ყოველდღიური ოპერაციების გამართულ მუშაობას, საქონლის მოძრაობის ზუსტ აღრიცხვას და დისტრიბუციის პროცესის ეფექტიან ორგანიზებას.

ძირითადი მოვალეობები:

  • საწყობში შემოსული პროდუქციის მიღება, რაოდენობრივი შემოწმება და შესაბამის დოკუმენტაციასთან შედარება;
  • პროდუქციის გაცემა, დისტრიბუციისთვის შეკვეთების მომზადება და რაოდენობრივი კონტროლი;
  • შემოსული შეკვეთების პროგრამული დამუშავება, შესაბამისი დოკუმენტაციისა და სასაქონლო ზედნადებების გამოწერა RS.GE.
  • საწყობში პროდუქციის სწორი, უსაფრთხო და ოპტიმალური განლაგება, შენახვის პირობებისა და ოპერაციული ეფექტიანობის გათვალისწინებით;
  • პროდუქციის ნაშთების ზუსტი აღრიცხვა და ფაქტობრივი მარაგების პროგრამულ მონაცემებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • გეგმური და არაგეგმური ინვენტარიზაციებში მონაწილეობა.
  • საწყობის წესრიგის, სისუფთავისა და საქონლის უსაფრთხო შენახვის სტანდარტების დაცვა;
  • ხელმძღვანელისთვის საწყობის ოპერაციებისა და მარაგების შესახებ საჭირო ინფორმაციის მიწოდება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საწყობში, ლოგისტიკის ან სასაქონლო აღრიცხვის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • სასაწყობე ან პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება: Fina, 1C და სხვა.
  • RS.ge-ის სისტემისა და სასაქონლო ზედნადებების გამოწერის პროცედურების ცოდნა;
  • საქონლის მიღება-გაცემისა და მარაგების აღრიცხვის პრინციპების ცოდნა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, სიზუსტე და ყურადღება დეტალების მიმართ;
  • ორგანიზებულობა, დროის ეფექტიანი მართვა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • ფიზიკურ სასაწყობე ოპერაციებში მონაწილეობის მზაობა.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე;
  • სამუშაო საათები: 09:30-18:30;
  • ანაზღაურება: 1300-1700 ლარი, რომელიც შედგება ფიქსირებული და საბონუსე ნაწილისაგან;
  • დამატებითი ბენეფიტი: სამედიცინო დაზღვევა.

განაცხადის გამოგზავნა

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV და მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "საწყობის ოპერატორი".

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა