პროექტის მენეჯერი სამშენებლო კომპანიაში
პროექტის მენეჯერი სამშენებლო კომპანიაში
ძირითადი მოვალეობები
- პროექტის პროცესების ზედამხედველობა (მასალის შესაბამისობა, პროექტთან თანხვედრა და სხვადასხვა სახის აქტების მომზადება);
- მოლაპარაკებების წარმოება პროექტში ჩართულ მხარეებთან;
- პროექტის ბიუჯეტის, დროის დაგეგმვა და მართვა;
- პროექტის ხარისხის უზრუნველყოფა;
- პროექტის ფინანსური, ტექნიკური და ადამიანური რესურსების დაგეგმვა, კონტროლი და მართვა;
- სამშენებლო რისკების შეფასება და პრევენცია;
- სამშენებლო სამუშაოების დაგეგმვის და შესრულების კონტროლი;
- საპროექტო დოკუმენტაციების (არქიტექტურა, კონსტრუქცია, საინჟინრო) მოცულობების გადამოწმება;
- საპროექტო დოკუმენტაციების (არქიტექტურა, კონსტრუქცია, საინჟინრო) მართვა, მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში ცვლილებების განხორციელება;
- ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან ურთიერთობა;
- პროექტის ფარგლებში მიმდინარე ყოველდღიური რეპორტის მომზადება;
- რეგულარული შეხვედრების დაორგანიზება და დაქვემდებარებული პერსონალის მართვა (საჭიროების შემთხვევაში, პროექტისთვის საჭირო კადრის მოძიება);
- პროექტის შრომის უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფა;
- პროექტის გუნდის ხელმძღვანელობა და მათი მოტივირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება სამშენებლო, საინჟინრო ან მსგავსი მიმართულებით;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 3 წლის გამოცდილება;
- პროგრამების ცოდნა (MS Office, MS Project, Archicad, Autocad);
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.
აუცილებელი უნარ-ჩვევები
- პასუხისმგებლობიანი;
- დისციპლინირებული;
- პუნქტუალური.
- ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი.
სამუშაო განრიგი: სრული ხელფასი: გამოცდილების შესაბამისად ბენეფიტები: კვებით უზრუნველყოფა და ჯანმრთელობის დაზღვევა კადრების მოძიება მიმდინარეობს შემდეგი ლოკაციებისთვის: ქუთაისი, წილკანი, დედოფლისწყარო, სტეფანწმინდა, ლაგოდეხი, თიანეთი
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ.მისამართზე. აუცილებლად მიუთითეთ სათაურის (Subject) ველში პოზიციის დასახელება.