8196 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

5DA1YCSR გამოქვეყნდა 1 სექ 3 ნახვა

გარე გაყიდვების აგენტი/საველე ფანდრაიზერი

SOS ბავშვთა სოფელი გარე განცხადება
თბილისი სტაჟირება გაყიდვები
₾600 / თვეში ბოლო ვადა:

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" აცხადებს გარე გაყიდვების აგენტი/საველე ფანდრაიზერის ვაკანსიას:

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი

სამუშაო განაკვეთი: ნახევარი (კვირაში 20 საათი)

ანაზღაურება: ფიქსირებული - 600 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი შესრულების მიხედვით;

მოქნილი სამუშაო გრაფიკი: დღეში 4 სამუშაო საათი, კვირაში 5 დღე

ძირითადი ფუნქცია-მოვალებები:

** საჯარო და კერძო სივრცეებში (ქუჩებში, პარკებში, სავაჭრო ცენტრებში და სხვა) პოტენციურ შემომწირველებთან კომუნიკაცია;

** შემომწირველების დაინტერესება, ბრენდის გაცნობა და მათი ვებ-გვერდზე რეგისტრაცია;

** ბრენდის ცნობადობის გაზრდა და ორგანიზაციის საქმიანობის პოპულარიზაცია;

** ყოველდღიური ანგარიშის წარმოება უშუალო ხელმძღვანელთან;

ჩვენ გეძებთ თუ:

** ხარ კომუნიკაბელური და გსიამოვნებს ახალ ადამიანებთან შეხვედრა;

** გაქვს კარიერული განვითარების სურვილი, მაგრამ ჯერ არ აქვს საკმარისი გამოცდილება;

** ხარ პასუხისმგებლობიანი და მოტივირებული;

** შეგიძლია დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება;

ჩვენ გთავაზობთ:

** მოქნილ სამუშაო გრაფიკს;

** მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი უმსხვილეს საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობის შესაძლებლობას;

** საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაოს;

** პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას;

** მნიშვნელოვანი მისიის "სიყვარულით სავსე ოჯახი ყველა ბავშვს" განხორციელებაში მონაწილეობის შესაძლებლობას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: 2026 წლის 1 ოქტომბრის ჩათვლით. გთხოვთ. სათაურში მიუთითოთ სასურველი თანამდებობა. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურად მონაწილეობს ბავშვთა უფლებებსა და მათ საჭიროებებზე მიმართული პროგრამებისა თუ მომსახურებების შემუშავებაში. ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Children`s Villages International"-ის დებულების შესაბამისად, ვინაიდან ეს უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 136 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა; აგრეთვე, თემზე დაფუძნებული ალტერნატიული მომსახურებების მიწოდების გზით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
SOS ბავშვთა სოფელი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა