10 381 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

5DZ5GC94 გამოქვეყნდა 3 ოქტ 12 ნახვა

შ.პ.ს რედ ჯგუფი

შ.პ.ს რედ ჯგუფი

გაყიდვების მენეჯერი

შ.პ.ს რედ ჯგუფი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 23 ოქტ

შ.პ.ს რედ ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

მოთხოვნები: - კანდიდატმა თავისუფლად და გამართულად უნდა იცოდეს ქართული, ინგლისური და რუსული ენები; - გამოცდილება აუცილებელია (პროფესიონალი); - და ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოტივაცია, პასუხისმგებლობა და შედეგზე ორიენტირებულობა.

თუ ხარ ენერგიული, საინტერესო პიროვნება, მარტივად ამყარებ ადამიანებთან კონტაქტს და გინდა განვითარება გაყიდვების სფეროში, მოხარული ვიქნებით, შემოუერთდე ჩვენს გუნდს.

უნდა იყოს აქტიური, კომუნიკაბელური და პასუხისმგებლიანი, რომელსაც ადამიანებთან ურთიერთობა და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა უყვარს.

გთავაზობთ: - სტაბილურ სამუშაო გარემოს; - პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; - გუნდურ მხარდაჭერას და შედეგებზე დაფუძნებული შემოსავლის ზრდის შესაძლებლობას. - რა შედეგს უნდა მიაღწიო: - შენი მთავარი მიზანი იქნება გაყიდვების ზრდა. უნდა შეძლო პოტენციურ მომხმარებლებთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარება, მათი საჭიროებების სწორად განსაზღვრა და შესაბამისი შეთავაზებების წარდგენა.

მნიშვნელოვანია, რომ დამოუკიდებლად მართო გაყიდვების პროცესი — პირველი კომუნიკაციიდან გარიგების წარმატებით დასრულებამდე. ველით აქტიურ ჩართულობას, ახალი შესაძლებლობების მუდმივ მოძიებას, კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებას და დასახული გაყიდვების მიზნების შესრულებას.

შენი წარმატება შეფასდება არა მხოლოდ შესრულებული სამუშაოს რაოდენობით, არამედ რეალური შედეგით — მოზიდული კლიენტებით, წარმატებული გარიგებებით, გაყიდვების ზრდით და კმაყოფილი მომხმარებლებით.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე. ან დაგვიკავშირდით ნომერზე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
შ.პ.ს რედ ჯგუფი
მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა