მთავარი ექთანი
შპს "ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა რეპროარტი" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ექთნის პოზიციაზე.
ვაკანტური პოზიციის დასახელება: მთავარი ექთანი ადგილმდებარეობა: სულხან ცინცაძის ქუჩა #23 სამუშაო დატვირთვა: ორშაბათი-პარასკევი 09:30-17:30, შაბათი 09:30-15:00 ანაზღაურება: შეთანხმებით
ძირითადი მოვალეობები:
- საექთნო პერსონალის სამუშაო პროცესის ორგანიზება და კოორდინაცია;
- ექთნების სამუშაო გრაფიკისა და ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება;
- საექთნო პერსონალის საქმიანობის მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი უკუკავშირის მიწოდება;
- კლინიკის სხვადასხვა მიმართულებასთან ეფექტური კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უზრუნველყოფა;
- საოპერაციო და საექთნო პროცესების გამართულად წარმართვის კონტროლი;
- სამედიცინო ინვენტარის, სახარჯი მასალებისა და მედიკამენტების საჭიროების განსაზღვრა და მარაგების კონტროლი;
- საექთნო დოკუმენტაციისა და შესაბამისი ჩანაწერების წარმოების კონტროლი;
- ახალი თანამშრომლების ადაპტაციასა და სამუშაო პროცესში ჩართულობის ხელშეწყობა;
- შიდა წესებისა და კლინიკური სტანდარტების დაცვის კონტროლი;
- ხელმძღვანელობისთვის საჭირო ინფორმაციისა და ანგარიშების მომზადება;
- სხვა საორგანიზაციო საკითხების მართვა კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- საექთნო საქმიანობის დამადასტურებელი დიპლომი;
- მთავარი ექთნის/უფროსი ექთნის ან შესაბამის მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- კარგი ორგანიზაციული და მენეჯერული უნარები;
- თანამშრომლების სამუშაო პროცესის ორგანიზებისა და კოორდინაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის აღებისა და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
- პრობლემების სწრაფად იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი;
- კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, CV გამოგვიგზავნოთ ელფოსტაზე. გთხოვთ, სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.