პროდუქციის შემგროვებელი, გაყიდვების კონსულტანტი
"სხივი+" წარმოადგენს ავეჯის აქსესუარების და ალუმინის პროფილების იმპორტიორ კომპანიას.
კომპანია "სხივი+" აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე:
1) პროდუქციის შემგროვებელი - საწყობის თანამშრომელი
ანაზღაურება: 1700 ლარი ხელზე ასაღები + ბონუსი (400-600ლარი) ანაზღაურება ზრდის პერსპექტივით დამატებითი ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევა და კვება. სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 09:00-დან 18:00 საათამდე. დასვენების დღე: კვირაში 2 დღე.
ჩვენ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, კარიერულ ზრდას და მზარდ შრომით ანაზღაურებას.
ძირითადი მოვალეობები:
- საწყობში მიღებული პროდუქციის ზედნადების მიხედვით მითვლა და დასაწყობება;
- მიღებული შეკვეთების მიხედვით პროდუქციის გასაცემად მომზადება;
- საწყობის პერიოდული აღწერა კომპანიაში არსებული სტანდარტების შესაბამისად;ნაშთების კონტროლი.
- საჭიროების შემთხვევაში პროდუქციის მიწოდების ტრანსპორტით უზრუნველყოფა.
კომპანიის საჭიროებებიდან გამომდინარე ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
- გუნდური მუშაობის უნარი
- პასუხისმგებლობის გრძნობა
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- მართვის მოწმობა - B კატეგორია.
2) გაყიდვების კონსულტანტი
მისამართი: ელიავას ფილიალი, აგლაძის 20
ჩვენ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, კარიერულ ზრდას და მზარდ შრომით ანაზღაურებას.
სამუშაო პირობები:
- ანაზღაურება: 1600 ზრდის პერსპექტივით + ბონუსი (800-1000 ლარი)
- სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე 09:00-დან 18:00 საათამდე.
- დასვენების დღე: კვირაში 2 დღე.
- დამატებითი ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევა.
ფუნქცია-მოვალეობები:
- კლიენტის საჭიროების დადგენა და შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება;
- გაყიდვების ზრდაზე მუდმივი ორიენტირებულობა და ზრუნვა.
- დარბაზის მარაგების გადამოწმება/შევსება/კონტროლი;
- მომხმარებლის მიერ შერჩეული პროდუქციის გამზადება;
- გაყიდვების სრულად ორგანიზება
- მოლარესთან საბოლოო შედარების უზრუნველყოფა.
ძირითადი მოთხოვნები:
- მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება სარემონტო მიმართულებით (გაყიდვების სფეროში)
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
- პუნქტუალურობა
- ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი
- ორგანიზებულობა
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- სწრაფად ათვისების უნარი
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება
- დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირებისა და მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა ვინც ფიქრობთ რომ გაყიდვები თქვენი სფეროა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება!
გისურვებთ წარმატებასა და კარიერულ ზრდა-განვითარებას ჩვენს გუნდში.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.