გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

5J4TM4K6 გამოქვეყნდა 2 ნოე 12 ნახვა

რეზერვაციებისა და რეგისტრაციების დეპარტამენტის მენეჯერი

სასტუმრო აფიშა გარე განცხადება
შეთანხმებით ბოლო ვადა: 3 დეკ
შესვლა და განაცხადი
დაზღვევა · განცხადებაში

სასტუმრო "აფიშა" სტუმრებს სთავაზობს 118 დიზაინერულად გადაწყვეტილ, რეტრო-ფუტურისტულ ნომერს, რომლის ინტერიერი აერთიანებს რამდენიმე ძირითად სივრცეს, მათ შორის ქალაქში პირველ შამპანურ ბარ-ბრასერიას, ღვინის ოთახს და რუფტოპ რესტორანს ღია სივრცით.

სასტუმრო "აფიშა" აცხადებს ვაკანსიას რეზერვაციებისა და რეგისტრაციების დეპარტამენტის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები

  • რეზერვაციებისა და რეგისტრაციების დეპარტამენტის ყოველდღიური საოპერაციო საქმიანობის დაგეგმვა, ორგანიზება და კოორდინაცია;
  • სასტუმროს მართვის სისტემაში რეზერვაციების, ჯავშნების ცვლილებებისა და გაუქმებების მონიტორინგი;
  • სტუმრების დახვედრის, რეგისტრაციისა და გასვლის პროცესების დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • ონლაინ და ოფლაინ გაყიდვების არხების მართვა და ჯავშნების ნაკადების კონტროლი;
  • სტუმრების შეფასებების გაზიარება დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან და შეფასებებზე და შეტყობინებებზე პასუხის გაცემა ონლაინ პლატფორმებზე;
  • თანამშრომლების დატრენინგება ნომრების აფსეილის და სასტუმროს სხვადასხვა მომსახურების გაყიდვების გასაზრდელად;
  • სასტუმროს ოთახების სწორად გადანაწილება მაქსიმალური დატვირთულობისა და შემოსავლიანობის მისაღწევად;
  • სტუმართა პრეტენზიების, უკმაყოფილებებისა და სპეციალური მოთხოვნების დროული, ეფექტიანი და პროფესიონალური მოგვარება;
  • დაქვემდებარებული პერსონალის სამუშაო გრაფიკების შედგენა, დავალებების გადანაწილება და მათი შესრულების კონტროლი;
  • ახალი თანამშრომლების სამუშაო პროცესში ჩართვა, სტანდარტების გაცნობა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
  • SPA მიმართულების სამუშაო პროცესის კოორდინაცია და მომსახურების დადგენილი სტანდარტების დაცვის კონტროლი;
  • SPA მიმართულების თანამშრომლების სამუშაო პროცესისა და გრაფიკების ორგანიზება საოპერაციო საჭიროებების გათვალისწინებით;
  • SPA-სთან დაკავშირებული საოპერაციო საკითხების, სტუმართა მოთხოვნებისა და გამოვლენილი ხარვეზების დროული მართვა შესაბამის თანამშრომლებთან/დეპარტამენტებთან კოორდინაციით;
  • დეპარტამენტთაშორისი ეფექტიანი კომუნიკაციის უზრუნველყოფა, განსაკუთრებით დასუფთავებისა და საინჟინრო დეპარტამენტებთან;
  • სალარო ოპერაციების, გადახდების მიღებისა და ფინანსური ანგარიშგების სიზუსტის კონტროლი.

მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება;
  • სასტუმროს მიღება-განთავსების ან რეზერვაციების სექტორში მუშაობის არანაკლებ 5წლის პროფესიული გამოცდილება;
  • ხელმძღვანელ ან უფროს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • სასტუმროს მართვის პროგრამების საფუძვლიანი ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა.

ბენეფიტები

  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • კვება;
  • კორპორატიული ფასდაკლება.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელფოსტის მისამართზე. ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "მელიქიშვილი ინნმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა