9407 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

5KF1XKCR გამოქვეყნდა 2 ოქტ 7 ნახვა

Go-Playgrounds

Go-Playgrounds

Junior ინჟინერი

Go-Playgrounds გარე განცხადება
რუსთავი სრული განაკვეთი მშენებლობა / რემონტი
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 3 ნოე

შპს "გოუ-ფლეიგრაუნდს"-ი არის სათამაშო მოედნებისა და ატრაქციონების მწარმოებელი საწარმო.

"გოუ-ფლეიგრაუნდს"-ი ეძებს გუნდის ახალ წევრს - Junior ინჟინერის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი, გაგარინის N 2 სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. კვირაში არაუმეტეს 40 საათიანი სამუშაო დროით ანაზღაურება: 1500-2500 Net

ინგლისური ენის ცოდნა სასურველია პროფესიული კომუნიკაციისთვის

ძირითადი პასუხისმგებლობები:

  • პროდუქციის მოსამზადებლად საჭირო საინჟინრო-ტექნიკური და საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობა;
  • პროდუქციის წარმოებისთვის საჭირო ტექნიკური სპეციფიკაციების მომზადებისა და შესაბამის საინჟინრო დოკუმენტაციაში ასახვის მხარდაჭერა;
  • პროდუქტის შემადგენელი დეტალების სამუშაო ნახაზების შექმნა და დამუშავება შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფაში;
  • არსებული საინჟინრო ნახაზებისა და დოკუმენტაციის განახლება, კორექტირება და საწარმოო პროცესისთვის მომზადება;
  • წარმოების პროცესში ჩართული თანამშრომლებისთვის საჭირო ტექნიკური ინფორმაციის მომზადებასა და მიწოდებაში მონაწილეობა;

ფუნქცია-მოვალეობები:

  • საწარმოო შეკვეთებისთვის საჭირო საინჟინრო მასალების მომზადებაში მონაწილეობა;
  • სამუშაო და დეტალური ნახაზების შექმნა, დამუშავება და კორექტირება;
  • AutoCAD, SOLIDWORKS, ArchiCAD ან სხვა შესაბამის პროგრამებში საინჟინრო დოკუმენტაციის მომზადება;
  • საინჟინრო ფაილებისა და დოკუმენტაციის შესაბამის ფორმატში მომზადება და ორგანიზებულად შენახვა;
  • არსებული საინჟინრო დოკუმენტაციისა და ნახაზების გადამოწმება და საჭირო ცვლილებების შეტანა;
  • წარმოების მიმართულებისთვის ტექნიკური ინფორმაციისა და საჭიროების შემთხვევაში პროფესიული მხარდაჭერის გაწევა უფროსი ინჟინრის/გუნდის ხელმძღვანელის მითითებით;
  • სტანდარტული და კომბინირებული პროდუქტების საინჟინრო ინსპექტირების პროცესში მონაწილეობა;
  • პროდუქტის ტექნიკური დეტალების შესახებ წარმოების პროცესში ჩართული თანამშრომლების ინფორმირებაში მონაწილეობა;
  • საინჟინრო ინფორმაციის, ნახაზებისა და შესაბამისი ფაილების სათანადო დოკუმენტირება და არქივირება;
  • საინჟინრო გუნდის მიერ განსაზღვრული სხვა ტექნიკური დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი საინჟინრო/მექანიკის ინჟინერიის, არქიტექტურის ან სხვა მონათესავე მიმართულებით;
  • AutoCAD, ArchiCAD, SOLIDWORKS პროგრამების ან მასთან მიახლოებული/მსგავსი პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია, კანდიდატს ჰქონდეს 2 წლამდე სამუშაო გამოცდილება, მსგავს ან ანალოგიურ პოზიციაზე.

პიროვნული უნარები:

  • გამართული კომუნიკაციის უნარი
  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • თავდაჯერებულობა
  • ორგანიზებულობა

თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - Junior ინჟინერი.

რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ, "გოუ-ფლეიგრაუნდსი"-მა დასაქმების მიზნით დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც შეინახება 1 წელი კომპანიის ბაზაში

"გოუ-ფლეიგრაუნდსი" გისურვებთ წარმატებებს!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Go-Playgrounds
მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა