Junior ინჟინერი
შპს "გოუ-ფლეიგრაუნდს"-ი არის სათამაშო მოედნებისა და ატრაქციონების მწარმოებელი საწარმო.
"გოუ-ფლეიგრაუნდს"-ი ეძებს გუნდის ახალ წევრს - Junior ინჟინერის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი, გაგარინის N 2 სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. კვირაში არაუმეტეს 40 საათიანი სამუშაო დროით ანაზღაურება: 1500-2500 Net
ინგლისური ენის ცოდნა სასურველია პროფესიული კომუნიკაციისთვის
ძირითადი პასუხისმგებლობები:
- პროდუქციის მოსამზადებლად საჭირო საინჟინრო-ტექნიკური და საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობა;
- პროდუქციის წარმოებისთვის საჭირო ტექნიკური სპეციფიკაციების მომზადებისა და შესაბამის საინჟინრო დოკუმენტაციაში ასახვის მხარდაჭერა;
- პროდუქტის შემადგენელი დეტალების სამუშაო ნახაზების შექმნა და დამუშავება შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფაში;
- არსებული საინჟინრო ნახაზებისა და დოკუმენტაციის განახლება, კორექტირება და საწარმოო პროცესისთვის მომზადება;
- წარმოების პროცესში ჩართული თანამშრომლებისთვის საჭირო ტექნიკური ინფორმაციის მომზადებასა და მიწოდებაში მონაწილეობა;
ფუნქცია-მოვალეობები:
- საწარმოო შეკვეთებისთვის საჭირო საინჟინრო მასალების მომზადებაში მონაწილეობა;
- სამუშაო და დეტალური ნახაზების შექმნა, დამუშავება და კორექტირება;
- AutoCAD, SOLIDWORKS, ArchiCAD ან სხვა შესაბამის პროგრამებში საინჟინრო დოკუმენტაციის მომზადება;
- საინჟინრო ფაილებისა და დოკუმენტაციის შესაბამის ფორმატში მომზადება და ორგანიზებულად შენახვა;
- არსებული საინჟინრო დოკუმენტაციისა და ნახაზების გადამოწმება და საჭირო ცვლილებების შეტანა;
- წარმოების მიმართულებისთვის ტექნიკური ინფორმაციისა და საჭიროების შემთხვევაში პროფესიული მხარდაჭერის გაწევა უფროსი ინჟინრის/გუნდის ხელმძღვანელის მითითებით;
- სტანდარტული და კომბინირებული პროდუქტების საინჟინრო ინსპექტირების პროცესში მონაწილეობა;
- პროდუქტის ტექნიკური დეტალების შესახებ წარმოების პროცესში ჩართული თანამშრომლების ინფორმირებაში მონაწილეობა;
- საინჟინრო ინფორმაციის, ნახაზებისა და შესაბამისი ფაილების სათანადო დოკუმენტირება და არქივირება;
- საინჟინრო გუნდის მიერ განსაზღვრული სხვა ტექნიკური დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი საინჟინრო/მექანიკის ინჟინერიის, არქიტექტურის ან სხვა მონათესავე მიმართულებით;
- AutoCAD, ArchiCAD, SOLIDWORKS პროგრამების ან მასთან მიახლოებული/მსგავსი პროგრამების ცოდნა;
- სასურველია, კანდიდატს ჰქონდეს 2 წლამდე სამუშაო გამოცდილება, მსგავს ან ანალოგიურ პოზიციაზე.
პიროვნული უნარები:
- გამართული კომუნიკაციის უნარი
- დეტალებზე ორიენტაციის უნარი
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- თავდაჯერებულობა
- ორგანიზებულობა
თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - Junior ინჟინერი.
რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ, "გოუ-ფლეიგრაუნდსი"-მა დასაქმების მიზნით დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც შეინახება 1 წელი კომპანიის ბაზაში
"გოუ-ფლეიგრაუნდსი" გისურვებთ წარმატებებს!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.