ადმინისტრატორი
კომპანია "Sportsmed" წარმოადგენს, პირველად საქართველოში ორთოპედ-ტრავმატოლოგიისა და რეაბილიტაციის ერთობლივ კომპლექსს. უმაღლესი კვალიფიკაციის წამყვანი სპეციალისტები: ორთოპედ-ტრავმატოლოგები, ვერტებროლოგები და რეაბილიტოლოგები, რომელთა მუშაობა გუნდურ პრინციპებზეა აგებული.
კომპანია "Sportsmed" იწვევს დასაქმების მსურველებს ადმინისტრატორის პოზიციაზე სამუშაოდ!
სამუშაო ადგილი: თბილისი, ნუცუბიძის პლატო 2მრ. ბესარიონ ჟღენტის ჩიხი 1 სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00 - საათიდან 18:00 - საათამდე, შაბათი 09:30-13:00 საათამდე (თვეში 2 შაბათი დასვენება) ანაზღაურება: 1400 ლარი (ხელზე), ჯანმრთელობის დაზღვევა, მზარდი ანაზღაურება.
ფუნქცია-მოვალეობები:
- პაციენტების დაკვალიანება პირველადი ინფორმაციის მიწოდებით;
- პაციენტის ინფორმირება კლინიკაში არსებული სერვისების შესახებ
- შემოსული სატელეფონო ზარების მიღება
- პაციენტების რეგისტრაცია; სალარო ოპერაციების წარმოება
- პაციენტის შესაბამის სპეციალისტთან გადამისამართება.
- საჭიროებიდან გამომდინარე უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება
ძირითადი მოთხოვნები:
- ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
- საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
საჭირო უნარები:
- ყურადღებიანი და მობილიზებული;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა და ინტენსიურ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
FB: https://www.facebook.com/sportsmedlab
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე 10 ოქტომბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე. გთხოვთ "subject" ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ადმინისტრატორი".
კომპანია "Sportsmed" გისურვებთ წარმატებას!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.