8482 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

5MV9M6BE გამოქვეყნდა 4 სექ 4 ნახვა

მიმტანი

AGARANI Estate გარე განცხადება
თელავი სრული განაკვეთი გაყიდვები
შეთანხმებით ბოლო ვადა:

სასტუმრო კომპლექსი "აგარანის მამული-Agarani Estate", რომელიც მდებარეობს კახეთში, თელავის რაიონში, სოფ. რუისპირში, 2025 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე, როგორც ერთ-ერთი მოწინავე კომპანია სტუმარ-მასპინძლობის სეგმენტში. კომპლექსი მოიცავს სხვადასხვა გასართობ და სარელაქსაციო ზონებს, ისეთი როგორიცაა: ღია აუზი, რესტორანი, ტერასა, საკონფერენციო სივრცეები და სხვა.

სასტუმრო კომპლექსი "აგარანის მამული-Agarani Estate" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

მდებარეობა: რუისპირი, თელავი

სამუშაო განაკვეთი: სრული, (40 საათიანი კვირა)

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში ისარგებლებთ: ჯანმრთელობის დაზღვევით, უფასო კვებითა და ტრანსპორტირებით.

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრების დახვედრა, მომსახურება და გაცილება სერვისის უმაღლესი სტანდარტების გათვალისწინებით;

** სხვა შესაბამისი მოვალეობები.

პროფესიული მოთხოვნები:

** მნიშვნელოვანია მსგავს პოზიციაზე სასტუმროში მუშაობის გამოცდილება;

** სასურველია ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ფლობა;

** სასტუმროების ბიზნესისა და ტურიზმის სფეროს სპეციფიკაციის ზოგადი ცოდნა;

** პროფესიული განათლება ტურიზმის ან სტუმარ-მასპინძლობის სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;

პერსონალური მოთხოვნები:

** სერვისის სტანდარტების ზედმიწევნითი ცოდნა;

** მომსახურების და კომუნიკაციის საუკეთესო უნარ-ჩვევები;

** დისციპლინირებული, მოტივირებული;

** გუნდური მუშაობის სულისკვეთებითა და გულწრფელი ღიმილით.

ანაზღაურება გამოცდილებიდან და კომპეტენციიდან გამომდინარე.

თუ დაინტერესდით აღნიშნული ვაკანსიით და აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 30.09.2026.

გისურვებთ წარმატებას!

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
AGARANI Estate
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის