გაყიდვების მენეჯერი
სამშენებლო დეველოპერული კომპანია ბლექ სი გლობალ ინვენსტმენტს აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე თბილისსა და ბათუმში.
ვეძებთ შედეგზე ორიენტირებულ და კომუნიკაბელურ ადამიანს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება დაინტერესებული მომხმარებლების კონსულტაციაზე, გაყიდვების პროცესის სრულ მართვასა და გარიგებების დახურვაზე.
ძირითადი მოვალეობები - შემოსული ლიდების დამუშავება და კლიენტებთან კომუნიკაცია - პროექტისა და შეთავაზებების პროფესიონალურად წარდგენა - კლიენტების კონსულტაცია და ობიექტის პრეზენტაცია - მოლაპარაკებების წარმოება და გაყიდვის დახურვა - კლიენტთან კომუნიკაციის სრული ციკლის მართვა - CRM სისტემაში ინფორმაციისა და გაყიდვების ეტაპების მართვა - ინდივიდუალური გაყიდვების გეგმის შესრულება - არსებული და პოტენციური კლიენტების ბაზასთან მუშაობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები - გაყიდვების სფეროში გამოცდილება - უძრავი ქონების/დეველოპერულ სექტორში გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად - ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია - რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად - ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი - შედეგზე ორიენტირებულობა - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა - CRM სისტემასთან მუშაობის გამოცდილება სასურველია
რას გთავაზობთ - კონკურენტული ფიქსირებული ანაზღაურება + გაყიდვებზე დაფუძნებული ბონუსი - გამჭვირვალე და შედეგზე ორიენტირებული საბონუსე სისტემა - ხარისხიანი შემომავალი ლიდები - თანამედროვე CRM სისტემა - პროფესიული განვითარების შესაძლებლობა - დინამიკური და შედეგზე ორიენტირებული სამუშაო გარემო
სამუშაო ლოკაცია: თბილისი / ბათუმი
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე. რეზიუმეს გამოგზავნისას გთხოვთ, მიუთითოთ სასურველი სამუშაო ლოკაცია თბილისი ან ბათუმი.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.