← Tüm iş ilanları

5N7FVMH2 19 Kas tarihinde yayınlandı 0 görüntüleme

სამშენებლო პროექტის მენეჯერი

გრადა Dış ilan
Tiflis Tam zamanlı Yönetim / İdari
Görüşülür Oturum açın ve başvurun

19 Kas tarihinde yayınlandı (30 gün kaldı) 19 Ara tarihine kadar başvurun

"გრადა" ეძებს გამოცდილ, სტრატეგიულად მოაზროვნე და შედეგზე ორიენტირებულ სამშენებლო პროექტის მენეჯერს, რომელიც უხელმძღვანელებს სამშენებლო პროექტების დაგეგმვასა და წარმატებით განხორციელებას ჩვენს გუნდში.

ძირითადი პასუხისმგებლობები

პროექტის დაგეგმვა და შესრულება

  • პროექტის ფარგლების, მისაღები შედეგებისა და პროექტის აქტივობებს შორის არსებული დამოკიდებულებების განსაზღვრა და დოკუმენტირება.
  • პროექტის გრაფიკების შემუშავება, წარმოება და მონიტორინგი, მათ შორის კრიტიკული გზის იდენტიფიცირება და მართვა.
  • პროექტის წარმატებით განხორციელების უზრუნველსაყოფად დეტალური სამოქმედო გეგმების, საკვანძო ეტაპებისა და ვადების განსაზღვრა.

რესურსებისა და ბიუჯეტის მართვა

  • პროექტის რესურსების, მათ შორის ფინანსური, ადამიანური და ტექნიკური რესურსების დაგეგმვა, განაწილება და მონიტორინგი.
  • პროექტის ბიუჯეტების კონტროლი, ხარჯების ცვლილებების მართვა, ზუსტი ფინანსური ანგარიშგებისა და ბიუჯეტის კონტროლის უზრუნველყოფა.

გუნდის ლიდერობა და დაინტერესებულ მხარეებთან კოორდინაცია:

  • მულტიდისციპლინური გუნდების კოორდინაცია და პროექტის ყველა მონაწილეს შორის ეფექტური თანამშრომლობის ხელშეწყობა.
  • შიდა გუნდებისა და გარე დაინტერესებული მხარეების როლების, პასუხისმგებლობებისა და ანგარიშვალდებულების განსაზღვრა.
  • შეხვედრების ორგანიზება, წარმართვა და დოკუმენტირება, მიღებული გადაწყვეტილებებისა და დაგეგმილი ქმედებების დროული შესრულების უზრუნველყოფა.

ხარისხისა და რისკების მართვა

  • პროექტის სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში ხარისხის სტანდარტების დადგენა, დანერგვა და შენარჩუნება.
  • პროექტის შესრულების მონიტორინგი, საბაზისო გეგმიდან გადახრების იდენტიფიცირება და მაკორექტირებელი ქმედებების განხორციელება.
  • პროექტის რისკების იდენტიფიცირება, შეფასება და მართვა, პროექტზე მათი უარყოფითი გავლენის შესამცირებლად შემარბილებელი სტრატეგიების შემუშავება.
  • პრობლემების პროაქტიული გადაჭრისა და შესრულების მონიტორინგის გზით პროცესების უწყვეტი გაუმჯობესების ხელშეწყობა.

პროექტის მონიტორინგი და ინფორმაციის მართვა

  • გამჭვირვალობისა და ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველსაყოფად პროექტის ინფორმაციის შეგროვება, შენახვა და გავრცელება.
  • პროექტის მონაცემების ანალიზი, პროგრესის მონიტორინგი და პროექტის მიზნების მისაღწევად გეგმების საჭიროებისამებრ კორექტირება.

შესრულების ძირითადი ინდიკატორები (KPI)

  • დამტკიცებული საპროექტო გრაფიკის მიხედვით სამუშაოების დროული ჩაბარება.
  • ბიუჯეტის სიზუსტე და ხარჯების კონტროლის ეფექტურობა.
  • რისკების იდენტიფიცირებისა და შემცირების დროულობა და ეფექტურობა.
  • საპროექტო დოკუმენტაციის დროული მომზადება და წარდგენა.
  • პროექტის შედეგების ხარისხი და დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობა.

განათლება

  • ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი სამშენებლო მენეჯმენტის, სამოქალაქო ინჟინერიის, არქიტექტურის ან სხვა რელევანტური მიმართულებით.
  • პროექტების მართვის სერტიფიკატი (მაგ. PMP) ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად.

გამოცდილება

  • პროექტების მართვის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი პროფესიული გამოცდილება, სასურველია სამშენებლო, საინჟინრო ან არქიტექტურულ სფეროში.

ენები

  • ქართული - მშობლიური (C2).
  • ინგლისური - საშუალოზე მაღალი (B2) ან უფრო მაღალი დონე.

საჭირო უნარები და კომპეტენციები:

ტექნიკური უნარები

  • პროექტების მართვის პროგრამების (როგორიცაა Microsoft Project, Primavera P6 და AutoCAD) მაღალ დონეზე ცოდნა.
  • პროექტის ბიუჯეტირების, ხარჯების კონტროლისა და რესურსების დაგეგმვის გამოცდილება.
  • დოკუმენტბრუნვისა და მართვის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.
  • პროექტის გრაფიკების შედგენის, ანგარიშგებისა და პროექტის კონტროლის მექანიზმების საფუძვლიანი ცოდნა.

ძირითადი კომპეტენციები

  • ძლიერი ლიდერული და გუნდის მართვის უნარები.
  • კომუნიკაციისა და დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობის მართვის უნარები.
  • ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების ეფექტურად გადაჭრის უნარი.
  • სტრესულ გარემოში ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების უნარი.
  • ძლიერი ორგანიზაციული და დროის მართვის უნარები.
  • დეტალებისადმი მაღალი ყურადღება და ხარისხზე ორიენტირებულობა.
  • რამდენიმე პროექტის მართვისა და მათ შორის პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი.
  • პროაქტიული, შედეგზე ორიენტირებული და პასუხისმგებლობიანი.
Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu ilanı bildir

Şu an tehlikede misiniz? 112'yi arayın.

Kazan Bu işin uyacağı birini tanıyor musunuz?Kendi bağlantınızla gönderin: katılıp başvuran arkadaşlar size puan kazandırır, onaylanmış ortaklar para kazanır. Bizimle kazanın →
Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan doğrudan ilan olur: yayından veya öne çıkarmadan sonra bir hafta boyunca toplanan ilanların üzerinde gösterilir, onu düzenleyebilir, öne çıkarabilir ve kapatabilirsiniz, ilan da Google iş aramaya dahil olur.

Benzer ilanlar

İşveren misiniz? Ücretsiz iş ilanı yayınlayın.

İlan vermek ücretsiz