უმცროსი ბუღალტერი
საერთაშორისო ტურისტული კომპანია Advantour Caucasus 20 წელზე მეტია მომხმარებელს სთავაზობს ტურისტულ მომსახურებას სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. კომპანია აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ბუღალტრის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები: - ყოველდღიური საბანკო გადარიცხვების წარმოება და აღრიცხვა; - პირველადი დოკუმენტაციის მოთხოვნა, შემოწმება, დაარქივება; - ყოველთვიური დეკლარაციების შევსებაში მონაწილეობის მიღება; - RS.GE-ზე მუშაობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა; - სასურველია ტურიზმის სფეროში მუშაობის გამოცდილება; - საბუღალტრო პროგრამა Oris accounting-ში მუშაობის გამოცილება ჩაითვლება უპირატესობად; - ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა(საკომუნიკაციო დონეზე) - მინუმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
ირაო-ს ჯანმრთელობის დაზღვევა; გამოსაცდელი პერიოდი 3 თვე. გამოსაცდელი პერიოდი სრულად ანაზღაურებადია; ხელფასი: Net1800-2000 სამუშაო დღეები: კვირაში 5 დღე. ორშაბათი-პარასკევი (09:00-18:00); სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ფალიაშვილის ქ.
ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტორნულ მისამართზე: tbilisi@advantour.com გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.