პრისეილერი/სავაჭრო აგენტი, საწყობის თანამშრომელი
სადისტრიბუციო კომპანია გთავაზობთ სტაბილურ დასაქმებას ოჯახისთვის - იწვევს წყვილს შემდეგ პოზიციებზე სამუშაოდ:
- პრისეილერი (სავაჭრო აგენტი);
- საწყობის თანამშრომელი, პროდუქციის დისტრიბუციასთან ერთად
ადგილმდებარეობა: ბათუმი
გთავაზობთ:
- ფიქსირებულ ხელფასს;
- გეგმასთან მიბმულ ანაზღაურებას (ნავაჭრის - %);
- სამოტივაციო ბონუსებს.
ქალი - სავაჭრო წარმომადგენელი (კლიენტებთან კომუნიკაციისა და შეკვეთების მიღების ფუნქციით)
მამაკაცი - საწყობისა და ოფისის ასისტენტი, პროდუქციის ტრანსპორტირებასთან/მიწოდებასთან ერთად.
გთავაზობთ მუდმივ და პერსპექტიულ სამუშაოს, აქტიური, პასუხისმგებლობიანი და გუნდური მუშაობისთვის მზადმყოფი კანდიდატისთვის.
აუცილებელი მოთხოვნები:
- ბათუმის კარგად ცოდნა;
- მართვის მოწმობა;
- საკუთარი ავტომანქანის ფლობა.
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პუნქტუალურობა;
- შრომისმოყვარეობა;
- ენერგიულობა და მაღალი შრომის უნარი;
- კომუნიკაბელურობა;
- გუნდურობა;
- ახალი ობიექტების ათვისების უნარი;
- პროდუქციის პრეზენტაციის უნარი;
- დოკუმენტებთან მუშაობის სრულყოფილი უნარი;
- დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი.
ფუნქცია-მოვალეობები
სავაჭრო აგენტი, საწყობი:
- უზრუნველყოს ტერიტორიაზე ახალი კლიენტების მოძიება;
- უზრუნველყოს მის პორტფელში არსებული ყველა სახეობის პროდუქციის მაქსიმალური რეალიზაცია;
- უზრუნველყოს სავაჭრო ობიექტზე პროდუქციის საუკეთესო განლაგება;
- აქტიურად მიიღოს მონაწილეობა ბაზარზე ახალი პროდუქციის დამკვიდრებაში;
- ყოველდღიურად წარადგინოს ანგარიში, ჩატარებული სამუშაოს შესახებ და ასევე აწარმოოს დღის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოს ამსახველი ტაბელი;
- უზრუნველყოს რეალიზებული პროდუქციით მიღებული თანხის სრული და დროული შეტანა კომპანიის სალაროში;
- საწყობში მიღებული პროდუქციის კონტროლი.
მძღოლი:
- კომპანიის პროდუქციის კონტრაგენტებისთვის მიწოდება, სასაქონლო ზედნადებების შესაბამისად;
- მაღაზიებიდან თანხის აღება, სალარო ჩეკის ამოღება და სამუშაოს ბოლოს ამოღებული თანხის კომპანიის ანგარიშზე შეტანა. ამოღებული ჩეკების ბუღალტერიისთვის წარდგენა;
- ავტომობილში ჰიგიენური პირობების დაცვა.
პრეტენდენტებმა გამოაგზავნეთ CV ამ მისამართზე, სათაურში მიუთითეთ რეგიონი.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.