რეცეფციონისტი/ადმინისტრატორი
"მზიური გარდენსი" - თანამედროვე, პრემიუმ კლასის აპარტამენტების კომპლექსი აცხადებს ვაკანსიას რეცეფციონისტის/ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ამჟამად ვეძებთ ენერგიულ, კომუნიკაბელურ და პასუხისმგებლობის მქონე კანდიდატს, რომელსაც უყვარს სტუმრებთან ურთიერთობა და შეუძლია მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა.
ძირითადი მოვალეობები
- სტუმრების დახვედრა, რეგისტრაცია და განთავსება;
- სატელეფონო ზარებისა და ელექტრონული ფოსტის მართვა;
- ჯავშნების ორგანიზება და მართვა სხვადასხვა პლატფორმაზე (Booking, Airbnb და სხვა);
- სტუმრებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება და მათი მოთხოვნების დროული დაკმაყოფილება;
- სტუმრების პრობლემური საკითხების ეფექტურად გადაჭრა;
- ადმინისტრაციული პროცესებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მართვა;
- ღამის აუდიტის (Night Audit) ჩატარება და დღის ფინანსური თუ საოპერაციო მონაცემების შემოწმება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სავალდებულოა;
- ღამის აუდიტის ჩატარების ცოდნა და შესაბამისი პროცესების მართვის უნარი;
- გამართული კომუნიკაციის უნარი;
- ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პრობლემების გადაჭრის უნარი;
- კომპიუტერული პროგრამებისა და ონლაინ დაჯავშნის პლატფორმების გამოყენების უნარი.
რას გთავაზობთ ჩვენ
- მეგობრულ გუნდსა და სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
- სტაბილურ დასაქმებას;
- პროფესიული და პირადი განვითარების შესაძლებლობას.
ანაზღაურება: 1, 200 დან 1, 400 ლარამდე ლოკაცია: ბათუმი, თამარ მეფის გამზირი N14 სამუშაო გრაფიკი: 12-საათიანი ცვლები
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე. წერილის სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.