9835 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

5PKEK6Z6 გამოქვეყნდა 15 ოქტ 64 ნახვა

სამშენებლო ობიექტების ხელმძღვანელი

ნიტე გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 16 ნოე

შპს "ნიტე" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო ობიექტების ხელმძღვანელის პოზიციაზე.

ლოკაცია: აჭარა, ჩაქვი — სამშენებლო ობიექტი დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით

პოზიციის შესახებ

პოზიციის მიზანია კომპანიის სამშენებლო ობიექტებზე მიმდინარე სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა, სამშენებლო პროცესის პროექტთან, მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლი, შესრულებული სამუშაოების ხარისხისა და ვადების მონიტორინგი, ასევე სამშენებლო პროცესში ჩართული კონტრაქტორებისა და ქვეკონტრაქტორების საქმიანობის კოორდინაცია.

ძირითადი მოვალეობები:

  • სამშენებლო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციასთან, ტექნიკურ მოთხოვნებთან, მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლი;
  • სამშენებლო სამუშაოების ხარისხისა და შესრულების ვადების სისტემატური მონიტორინგი;
  • ფარული სამუშაოების შემოწმება, მიღება და შესაბამისი აქტების გაფორმების პროცესში მონაწილეობა;
  • სამშენებლო ობიექტზე გამოვლენილი ხარვეზებისა და დეფექტების იდენტიფიცირება და მათი აღმოფხვრის კონტროლი;
  • გამოყენებული სამშენებლო მასალების ხარისხისა და შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაციის შემოწმება;
  • ლაბორატორიული გამოცდებისა და დასკვნების მიღებისა და შესაბამისობის კონტროლი;
  • შესრულებული სამუშაოების მოცულობების, მათ შორის ფორმა №2-ის, შემოწმება და ვიზირების პროცესში მონაწილეობა;
  • გენერალურ კონტრაქტორთან, ქვეკონტრაქტორებთან, ინჟინრებთან და სამშენებლო პროცესში ჩართულ სხვა პირებთან კოორდინაცია;
  • სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება უშუალო ხელმძღვანელისთვის;
  • სამშენებლო პროცესში წარმოშობილი ტექნიკური პრობლემების დროული გამოვლენა და მათი გადაჭრის პროცესში მონაწილეობა;
  • სამშენებლო სამუშაოების შესაბამისი ტექნიკური და სამუშაო დოკუმენტაციის წარმოებისა და მოწესრიგების კონტროლი;
  • სამშენებლო ობიექტზე შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის მონიტორინგი კომპეტენციის ფარგლებში;
  • სამშენებლო სამუშაოების დასრულებისა და ობიექტის ჩაბარებისთვის საჭირო პროცესებში მონაწილეობა;
  • ხელმძღვანელის მიერ პოზიციის ფუნქციებთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება სამშენებლო ინჟინერიის, სამოქალაქო ინჟინერიის, არქიტექტურის ან შესაბამის ტექნიკურ მიმართულებაში;
  • სამშენებლო სფეროში მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება; ტექნიკური ზედამხედველობის მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • საპროექტო და სამუშაო ნახაზების წაკითხვისა და ანალიზის უნარი;
  • სამშენებლო ტექნოლოგიების, მასალებისა და სამუშაოების შესრულების ეტაპების ცოდნა;
  • სამშენებლო დოკუმენტაციისა და შესრულებული სამუშაოების მოცულობების შემოწმების გამოცდილება;
  • სამშენებლო სამუშაოების ხარისხის შეფასებისა და ტექნიკური ხარვეზების გამოვლენის უნარი;
  • სამშენებლო პროცესში ჩართულ პირებთან ეფექტიანი კომუნიკაციისა და კოორდინაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სამუშაოების დაგეგმვის, პრიორიტეტების განსაზღვრისა და პრობლემების დროულად გადაჭრის უნარი;
  • MS Office-ის ცოდნა; AutoCAD-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

ჩვენ გთავაზობთ:

  • დასაქმებას განვითარებად სამშენებლო-დეველოპერულ კომპანიაში;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • პასუხისმგებლობიან და საინტერესო სამუშაო გარემოს;
  • ანაზღაურებას, რომელიც განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

თუ გსურთ გახდეთ პროფესიონალი გუნდის წევრი და თქვენი გამოცდილებით წვლილი შეიტანოთ თანამედროვე სამშენებლო პროექტების წარმატებით განხორციელებაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე.

განაცხადის მიღების წესი

ელ. წერილის თემაში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ: "სამშენებლო ობიექტების ხელმძღვანელი".

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით გასაუბრების მიზნით.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა