საწყობის და მარაგების მართვის უფროსი სპეციალისტი
კომპანია "გსმ სერვისი"2019 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ავტო/ტექ მომსახურეობა მსუბუქი, სატვირთო და სპეც ტექნიკის მიმართულებით. ასევე სათადარიგო ნაწილებით საცალო და სადისტრიბუციო ვაჭრობა. კომპანია აქტიურად მუშაობს როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორში.
კომპანია "გსმ სერვისი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: საწყობის და მარაგების მართვის უფროსი სპეციალისტი.
პოზიციის შესახებ: - სასაწყობე ოპერაციების ადმინისტრირება, - პროგრამული აღრიცხვა და სასაწყობე დოკუმენტაციის მართვა.
შესასრულებელი სამუშაო: - სასაწყობე განლაგების დაგეგმარებაში მონაწილეობა. - სასაქონლო-მატერიალური მარაგების მიღებისა და გაცემის პროგრამული აღრიცხვა. - კომპანიის საწყობებში არსებული ბრუნვის შესახებ პროგრამაში ინფორმაციის დადგენილი სტანდარტების შესაბამისად შეყვანა. - ავტოსათადარიგო ნაწილებისთვის ნომენკლატურის/ბარკოდების მინიჭებაში მონაწილეობის მიღება და საწყობში განთავსება. - სასაწყობე ნაშთიდან ნაწილების ჩამოწერა სწორი ბრუნვის უზრუნველსაყოფად. - ნაწილის გადაცემასთან დაკავშირებული მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება და შენახვა. - საწყობის პერიოდულ აღრიცხვაში მონაწილეობის მიღება. - აღრიცხვის აქტების მომზადება, გაფორმება და დაარქივება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება. - საოფისე პროგრამების (MS Office) და Excel პროგრამის ცოდნა. - მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება. - რომელიმე ERP პროგრამის ცოდნა/მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესად). - რომელიმე ERP პროგრამის ცოდნა/მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესად).
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე:
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.