9,081 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

5Q1MGYBH გამოქვეყნდა 24 სექ 5 ნახვა

ნიკორა ჰაბი

ნიკორა ჰაბი

ლექტორი - ბიოქიმიის ელემენტები ხორცპროდუქტების წარმოებაში

ნიკორა ჰაბი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი კვება / რესტორნები
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 25 ოქტ

შპს "ნიკორა" დაარსდა 1998 წელს და მას შემდეგ ლიდერია ქართულ ხორცპროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს შორის. საწარმო ეტაპობრივად ზრდიდა ასორტიმენტს და პარალელურად, ნერგავდა უახლეს ევროპულ დანადგარებს, რომლებიც ამარტივებდა წარმოების პროცესს და აუმჯობესებდა პროდუქციის ხარისხს.

2025 წელს "ნიკორამ" სრულიად ახალი საწარმო გახსნა, რომელიც აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით, რაც კომპანიას აძლევს შესაძლებლობას, თითოეული პროდუქტი უმაღლესი სტანდარტებით შეიქმნას. მსგავსი სტანდარტების საწარმო ამიერკავკასიაში პირველია. სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე: www.nikoraltd.ge

შპს "ნიკორა" დუალური სასწავლო პროგრამის - "ხორცპროდუქტების წარმოების სპეციალისტი" ფარგლებში აცხადებს ვაკანსიას სასწავლო მოდულის "ბიოქიმიის ელემენტები ხორცპროდუქტების წარმოებაში" ლექტორის პოზიციაზე.

პოზიციის მიზანი: დუალური პროგრამის მონაწილეებისთვის ბიოქიმიის მიმართულებით თეორიული ცოდნის მიწოდება და ხორცპროდუქტების წარმოებასთან დაკავშირებული ბიოქიმიური პროცესების პრაქტიკულ კონტექსტში განხილვა.

ძირითადი მოვალეობები:

  • სასწავლო მასალის მომზადება და პროგრამის მონაწილეებისთვის შესაბამისი რესურსების მიწოდება;
  • პრაქტიკული მაგალითებისა და რეალური საწარმოო პროცესების გამოყენება სწავლებისას;
  • მონაწილეთა ცოდნის შეფასება და უკუკავშირის მიწოდება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიოქიმიის მიმართულებით;
  • ბიოქიმიის მიმართულებით პროფესიული/აკადემიური გამოცდილება;
  • სასწავლო ან ლექტორად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • სასურველია ხორცის, კვების ან სხვა საწარმოო სფეროსთან დაკავშირებული გამოცდილება.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ალ. მრევლიშვილის ქ. №2.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV/რეზიუმე მითითებულ ელფოსტაზე. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

  • გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელიც შეიცვას პერსონალურ მონაცემებს, დამუშავდება შპს ნიკორა ს/კ 400132183 და უფლებამოსილი პირის - სს "ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის" ს/კ 200050675 (რეგისტრირებული მისამართი: ქ. თბილისი ალექსანდრე მრევლიშვილის ქ. #2) მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დასაქმების მსურველი პირის/კანდიდატის არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. შესაბამისად, მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში, მოკლებული ვართ შესაძლებლობას განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა. მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.
  • ამასთანავე, გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გაცნობა, ასლის მიღება, მცდარი არაზუსტი მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, ასევე მონაცემთა გადატანა, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება, თუ არ არსებობს მონაცემთა სუბიექტის უფლებების შეზღუდვის საფუძველი, წერილობით შემდეგ ელ. ფოსტაზე შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და ფოსტის მეშვეობით შპს ნიკორა ს/კ 400132183 იურიდიულ მისამართზე: ქ. თბილისი ალ. მრევლიშვილის ქ. №2.
  • შპს ნიკორა ს/კ 400132183 კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.
გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ნიკორა ჰაბი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა