პარტნიორი

უფასო განცხადებები მთელ საქართველოში.

გახსენი classified.ge
← ყველა ვაკანსია

5QX48XZ9 გამოქვეყნდა 12 ნოე 7 ნახვა

მცირე ბიზნესის წამყვანი ბანკირი - ქუთაისი

Bank of Georgia

Bank of Georgia

Bank of Georgia

სს „საქართველოს ბანკის“ მცირე ბიზნესის გაყიდვების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას მცირე ბიზნესის წამყვანი ბანკირის პოზიციაზე ქუთაისში.

აღნიშნულ პოზიციაზე დასაქმების შემთხვევაში, გექნება შესაძლებლობა:

  • დაგეგმო და განახორციელო მომხმარებლებთან ვიზიტი, გააცნო არსებული ბიზნეს საკრედიტო პროდუქტები და მომსახურებები;
  • დააიდენტიფიცირო მომხმარებლის მოთხოვნა, შესთავაზო შესაბამისი საკრედიტო პროდუქტი და გააცნო მისი უპირატესობები;
  • შეისწავლო და აწარმოო მომხმარებლის ბიზნეს საქმიანობის, ფინანსური მდგომარეობის ანალიზი;
  • მოამზადო საკრედიტო განაცხადი და წარადგინო კომიტეტზე;
  • გქონდეს მუდმივი კომუნიკაცია მომხმარებლებთან, საჭიროების შემთხვევაში გაუწიო კონსულტაცია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი კვალიფიკაცია:

განათლება: უმაღლესი, სასურველია ფინანსების, საბანკო საქმის, ეკონომიკის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით.

სამუშაო გამოცდილება: ბიზნეს დაკრედიტების მიმართულებით მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება.

სავალდებულო ცოდნა, უნარები

  • ენების ცოდნა: ქართული - თავისუფლად, სასურველია ინგლისური ენის სასაუბრო ცოდნა;
  • მოლაპარაკებისა და გაყიდვების კარგად განვითარებული უნარები;
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე და მაღალი სამუშაო მოტივაცია და აქტივობა;
  • ორგანიზებულობა, დაგეგმვის, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის მართვის უნარი;
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება.
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების პროფესიული ცოდნა;
  • მომსახურების უნარები - თავაზიანობა, კეთილგანწყობა, დახმარების მზაობა;

ჩვენ გთავაზობთ

  • სრულ სამუშაო განაკვეთს (ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 საათი) და ფიქსირებულ ხელფასს + ყოველთვიურ ბონუსს;
  • გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად, მუდმივად განვითარდე და შექმნა სასურველი კარიერა საქართველოს ბანკის მასშტაბით.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 30 ნოემბერი, 2026 წელი.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
დამსაქმებლის შესახებ
Bank of Georgia
ვებგვერდი ↗
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

კორპორატიული ბანკირი - მსხვილი და საშუალო კორპორატიული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტი

ახალი
TBC Bank თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია
კომპანიის საიტი 12 ნოე 12 ნოე

სერვის ექსპერტი - საცალო დაკრედიტების სესხების მომგებიანობა

ახალი
TBC Bank თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია
კომპანიის საიტი 12 ნოე 12 ნოე

სივრცის კონსულტანტი (1/2 განაკვეთი) - ვარკეთილის ს/ც 2

ახალი
TBC Bank თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია
კომპანიის საიტი 12 ნოე 12 ნოე

კორპორატიული ანალიტიკოსი - ჯანდაცვის, განათლების, ფინანსური სერვისებისა და მედიის სექტორი

ახალი
TBC Bank თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია
კომპანიის საიტი 12 ნოე 12 ნოე

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა