9283 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

5QZDCFR9 გამოქვეყნდა 27 ოქტ 9 ნახვა

სხვადასხვა

სამედიცინო ცენტრი ციტო გარე განცხადება
ორიგინალზე გადასვლა ↗
შეთანხმებით ბოლო ვადა: 28 ნოე

შპს "სამედიცინო ცენტრი ციტო", 1997 წლიდან დღემდე, უწყვეტად ემსახურება პაციენტებსა და კლინიკებს, ჩაბმულია ჯანდაცვის პროგრამებსა და კლინიკურ კვლევებში. ჩვენი ძირითადი მისიაა პაციენტთა ხარისხიანი, საერთაშორისო სტანდარტების დონის სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა. ამჟამად, "ციტო" საქართველოს მასშტაბით წარმოდგენილია თოთხმეტ ლოკაციაზე და თავის პაციენტებს სთავაზობს: ლაბორატორიულ და ინსტრუმენტალურ კვლევებს, სხვადასხვა დარგის გამოცდილი და კვალიფიციური ექიმების კონსულტაციებს.

შპს "სამედიცინო ცენტრი ციტო" ლაბორატორიაში აცხადებს ვაკანსიებს შემდეგი მიმართულებით:

კლინიკური ქიმიისა და იმუნოლოგიის განყოფილება პოზიცია: ტექნიკური ლაბორანტი ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 2

პოზიცია: ლაბორანტი ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1

კლინიკურ-დიაგნოსტიკური გამოკვლევების განყოფილება პოზიცია: ტექნიკური ლაბორანტი ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1

კლინიკური მიკრობიოლოგიის განყოფილება პოზიცია: ტექნიკური ლაბორანტი ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1

ვაკანსიების სრული ტექსტის სანახავად, მიჰყევით ბმულს: https://cito.ge/ka/careers

გისურვებთ წარმატებას!

შპს "სამედიცინო ცენტრი ციტო" (შემდგომში "ციტო", ს/ნ: 204888461, ტელ: 0322290671, მის: თბილისი, ფალიაშვილის ქ. #40) თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად და დასაქმებით დაინტერესებული კანდიდატის განაცხადს/აპლიკაციას განიხილავს, შეაფასებს, გადაწყვეტილებას მიიღებს დასაქმების კანდიდატის მიერ გაცემული წინამდებარე თანხმობის საფუძველზე.

იმისთვის, რომ დასაქმებასთან დაკავშირებით "ციტომ" მიიღოს გადაწყვეტილება, დასაქმების კანდიდატი წარადგენს განცხადებას/აპლიკაციას. აღნიშნულთან ერთად, შესაძლოა, "ციტომ" მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია, გასაუბრება, ტესტირება ან გამოიყენოს შეფასების სხვა მეთოდები. ამ პროცესის ფარგლებში "ციტო" დაამუშავებს კანდიდატის ისეთ პერსონალურ მონაცემებს, როგორიცაა სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტა, იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი, განათლების, კვალიფიკაციისა და სამუშაო გამოცდილების შესახებ ინფორმაცია და სხვა ნებისმიერი დამატებითი მონაცემი, რაც საჭირო იქნება "ციტოს" მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე განცხადების განსახილველად.

მონაცემთა დამუშავების საფუძველს წარმოადგენს ამ ფორმაზე გაცემული წერილობითი თანხმობა, რომელიც გამოიხატება კანდიდატის მიერ მისი პერსონალური მონაცემების "ციტოსთვის" წარდგენით. კანდიდატს აქვს აღნიშნული თანხმობის ნებისმიერ დროს გამოთხოვა/გაუქმების უფლება, რის შემდგომაც დამსაქმებელი შეაჩერებს მისი აპლიკაციის განხილვას და გაანადგურებს მონაცემებს.

იმ შემთხვევაში, თუ მონაცემთა დამუშავება მხოლოდ დასაქმების კანდიდატის თანხმობის საფუძველზე მოხდება, "ციტო" მონაცემებს შეინახავს/დაამუშავებს 1 (ერთი) წლის ვადით. კანდიდატის წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადები, შესაძლოა, განსხვავდებოდეს, თუ ამას განსაზღვრავს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა ან კომპანიის შიდა პოლიტიკა.

"ციტო" კანდიდატთა შერჩევის პროცესს წარმართავს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით. გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატი, მისი პერსონალური მონაცემების "ციტოსთვის" წარდგენით, ადასტურებს, რომ გაეცნო შპს "სამედიცინო ცენტრი ციტოს" მიერ დასაქმების კანდიდატის პერსონალურ მონაცემთა დამუშავების წესებსა და პირობებს (გთხოვთ, იხილოთ ბმული: https://cito.ge/personal-data/ - career-policy) და თანახმაა, კომპანიას გადასცეს მისი პერსონალური მონაცემები შემდგომი დამუშავება/შენახვის მიზნით.

აღნიშნულ თანხმობას "ციტო" განიხილავს აუცილებელ წინაპირობად კანდიდატის ვაკანტურ პოზიციაზე განხილვისთვის.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა