9835 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

5SEEARR8 გამოქვეყნდა 19 ოქტ 18 ნახვა

მძღოლ-დისტრიბუტორი - B კატეგორია

ბლექ სი დისთრიბუშენი გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
₾1600 / თვეში −7% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 1,722 ₾ · 120 განცხადება ბოლო ვადა: 20 ნოე

იმპორტიორი და სადისტრიბუციო კომპანია "ბლექ სი დისთრიბუშენი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-დისტრიბუტორის პოზიციაზე.

პირობები:

  • მდებარეობა: ქ. თბილისი
  • სამუშაო გრაფიკი: სრული
  • ანაზღაურება: 1600₾ (+ დამატებითი თანხა მივლინებიდან)

ფუნქცია-მოვალეობები:

  • გაფორმებული შეკვეთების შესაბამისად პროდუქციის მიღება, გადამოწმება და ტრანსპორტირება მითითებულ მარშრუტებზე;
  • პროდუქციის მიღებისას სასაქონლო ზედნადებში მითითებული მონაცემების სისწორის (ცალობრივი რაოდენობა, ნიშნები, ნომრები) გადამოწმება;
  • პროდუქციისა და მისი შეფუთვის ვიზუალური შემოწმება, შესაძლო დაზიანებების იდენტიფიცირება, საერთო წონისა და შიგთავსის კონტროლი;
  • მითითებულ მარშრუტზე, დათქმულ დროსა და ადგილას პროდუქციის შეუფერხებლად და ნივთობრივად უნაკლო მდგომარეობაში მიწოდება უფლებამოსილი პირისთვის;
  • ყველა შესაბამისი დოკუმენტის მომხმარებლისთვის ან უფლებამოსილი მესამე პირისთვის დაუზიანებლად გადაცემა;
  • პროდუქციის ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების სისუფთავის დაცვა, ჰიგიენური და სანიტარულ ნორმების შესაბამისობაში მოყვანა;
  • მალფუჭებადი პროდუქციის შემთხვევაში, ტრანსპორტირების პროცესში მისი სათანადო პირობებში (ტემპერატურული რეჟიმის დაცვით) შენახვის უზრუნველყოფა;
  • ავტომობილის ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში ინფორმაციის დროული მიწოდება პასუხისმგებელი პირებისთვის და საწვავის ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის წარმოება;
  • მომხმარებლებთან თავაზიანი და კორექტული დამოკიდებულების შენარჩუნება;
  • კომპანიის შინაგანაწესის, სამუშაო ტერიტორიაზე მოქმედი შრომის უსაფრთხოების წესებისა და რეგულაციების ზედმიწევნით დაცვა;
  • უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან გაცემული სხვა მიმდინარე პროფესიული დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საშუალო განათლება;
  • მართვის მოწმობა: B კატეგორია;
  • ავტომობილის მართვის არანაკლებ 3-წლიანი აქტიური გამოცდილება;
  • სადისტრიბუციო სფეროში/მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული თვისებები:

  • შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • საქმისა და დროის სწორად განაწილების უნარი;
  • მოწესრიგებულობა, პუნქტუალურობა და გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე.

სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "მძღოლ-დისტრიბუტორი", წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა ვერ განიხილება.

კომპანია მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა