მერჩენდაიზერი
კომპანია "დაფნა" საქართველოს მასშტაბით ახორციელებს პროდუქტის იმპორტსა და დისტრიბუციას, მათ შორის ისეთი ცნობილი ბრენდების როგორიცაა: Vitam, Final, Teksun, Mariam, Azercay. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კომპანია საქართველოში აწარმოებს ჰიგიენის საშუალებებს (ბრენდი "Sun"), ეწევა პროდუქციის დაფასოებას და ამავდროულად ქართველ მომხმარებლებს სთავაზობს მათთვის საყვარელი ბრენდის, "ჩვენი სუფრის" ნაწარმს.
საქართველოში "დაფნას" კუთვნილებაშია რამდენიმე სარეალიზაციო ობიექტი, რომელთა მეშვეობითაც მთელი ქვეყნის მასშტაბით (თბილისი, ხაშური, თელავი, ქუთაისი, ბათუმი) ახდენს პროდუქციის დისტრიბუციას. კომპანიაში დასაქმებულია 200-ზე მეტი ადამიანი.
ვაკანსიის დასახელება: მერჩენდაიზერი
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიასა და სავაჭრო ობიექტს შორის პროდუქციის წინასწარ შეთანხმებული განთავსების პირობების და პლანოგრამის მიხედვით განლაგება და იერსახის შენარჩუნება;
- კომპანიის პროდუქციისა და თაროს სისუფთავეზე ზრუნვა;
- ვარგისიანობისა და სასაქონლო სახის შენარჩუნებაზე ზრუნვა;
- სავაჭრო დარბაზში განლაგებული კომპანიის პროდუქციის ვადებზე კონტროლი;
- ვადაგასული ან/და დაზიანებული პროდუქციის დროული გამოვლენა, თაროდან მოხსნა, სავაჭრო ობიექტის საწყობში/სპეციალურ სათავსოში გატანა და აღნიშნული საკითხის შესახებ უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება რეაგირების მიზნით;
- რიგგარეშე შეკვეთის საჭიროების შემთხვევაში პრისეილერისთვის ინფორმაციის მიწოდება შეკვეთის დეტალების შესახებ (პროდუქციის რაოდენობა, ასორტიმენტი, ნაშთები);
თანამდებობისთვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია მუშაობის გამოცდილება მომსახურების, ან გაყიდვების სფეროში.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 22.11.2026
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.