8006 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

5VZF7XEZ გამოქვეყნდა 25 აგვ 4 ნახვა

სტაჟიორი - სტრატეგიული და ფინანსური დაგეგმარება / საცალო საბანკო დაკრედიტების მიმართულებით

თიბისი via hr.ge
თბილისი სტაჟირება ფინანსები / ბუღალტერია
შეთანხმებით ბოლო ვადა:

თიბისი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: სტაჟიორი - სტრატეგიული და ფინანსური დაგეგმარება (საცალო საბანკო დაკრედიტების მიმართულებით)

კომპანიის აღწერა ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს.

ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.

სამუშაოს აღწერა შენ იქნები გუნდის წევრი, რომელიც პასუხისმგებელია საცალო და მცირე/საშუალო ბიზნესის ფინანსების დაგეგმვასა და ანალიზზე. ჩვენ ვმუშაობთ ფასდადებასა და მომგებიანობაზე, ვამზადებთ სტრატეგიებსა და ბიუჯეტებს, ვმართავთ ფილიალების ქსელის გეგმებს და ვაანალიზებთ ბაზარსა თუ კონკურენტებს. ჩვენი მიზანია ბანკის სეგმენტების ზრდა და ეფექტურობის გაუმჯობესება.

შენ, როგორც სტაჟიორი : - დაგვეხმარები ფინანსების დაგეგმვასა და ანალიზში; - ჩაერთვები სეგმენტური ფინანსების მართვაში: ფასდადება, მომგებიანობის ანალიზი, სტრატეგიის შემუშავება და ბიუჯეტირება; - პროდუქტების შემოსავლიანობის, ხარჯებისა და სამოტივაციო სისტემების (Retail, Call, MSME) დეტალური ანალიზი; - იმუშავებ ფილიალების ქსელის გეგმებსა და ფრონტის სამოტივაციო/საბონუსე სისტემაზე; - მოამზადებ ბაზრისა და კონკურენტების ანალიზის რეპორტებს, ჩაერთვები აქცია-კამპანიების დაგეგმვასა და აღრიცხვაში.

კვალიფიკაცია ეს სტაჟირება შენთვისაა, თუ: - ხარ ფინანსების ან ბიზნეს ადმინისტრირების მე-3, მე-4 კურსის სტუდენტი, ან კურსდამთავრებული; - ხარ დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირებული, არ გეშინია გამოწვევების და სიახლეების, ამასთანავე გიყვარს ინიციატივების აღება; - გხიბლავს პროცესების გაანალიზება და ავტომატიზაციის გზების მოძიება; - ფლობ ინგლისურ ენას მაღალ დონეზე; - ფლობ MS Office პროგრამებს (MS Excel/Word/PowerPoint) მაღალ დონეზე ; - გაქვს AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: https://smrtr.io/BmWnQ

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
თიბისი
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა