მოლარე / კონსულტანტი
საკონდიტრო „მარონი“ აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტი პოზიციაზე.
ჩვენ საქართველოს ბაზარზე 2008 წლიდან ვსაქმიანობთ და მომხმარებელს ვთავაზობთ საკონდიტრო ნაწარმს წარმოების ორი ხაზით — თანამედროვე MARRONI და კლასიკური DIDEBULI. ჩვენი პროდუქცია აერთიანებს ტრადიციულ გემოებსა და თანამედროვე საკონდიტრო მიდგომებს.
ვეძებთ პასუხისმგებლიან და კომუნიკაბელურ თანამშრომელს, რომელიც მომხმარებელს პროდუქციის შერჩევაში დაეხმარება და იზრუნებს სასიამოვნო მომსახურებაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლის თავაზიანი მომსახურება და პროდუქციის შესახებ კონსულტაციის გაწევა;
- ასორტიმენტის გაცნობა და მომხმარებლის საჭიროების შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება;
- პროდუქციის ვიტრინაში განთავსება და მოწესრიგებული იერსახის შენარჩუნება;
- პროდუქციის ვარგისიანობის ვადებისა და შენახვის პირობების კონტროლი;
- სამუშაო სივრცეში სისუფთავისა და ჰიგიენური ნორმების დაცვა;
- კომპანიის მომსახურების სტანდარტების დაცვა და გუნდთან თანამშრომლობა.
სამუშაო გრაფიკი: სრული ანაზღაურება:1300-1500
განაცხადის მიღება: დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით: +995 511 44 22 98
შემოუერთდით „მარონის“ გუნდს!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.