პრისელერ/მერჩენდიაზერი
პრისელერ/მერჩენდიაზერი/ქუთაისი
G&A Group არის ქართული კომპანია, რომელიც წარმატებით ოპერირებს საკვები პროდუქტების წარმოების, ლოჯისტიკისა და დისტრიბუციის სფეროში. კომპანიის ბრენდებია "რერა", "ხინდა", "ნობათი", რომლებიც მომხმარებელს სთავაზობენ მაღალი ხარისხის გაყინულ ნახევარფაბრიკატებს და სხვა პროდუქტებს.
G&A Group მუდმივად ზრუნავს ხარისხზე, ინოვაციებსა და განვითარებაზე, რის შედეგადაც მომხმარებლის ნდობასა და ბაზარზე მყარ პოზიციებს ინარჩუნებს.
თუ ეძებთ შესაძლებლობას, გახდეთ მზარდი, განვითარებაზე ორიენტირებული და წარმატებული გუნდის წევრი, შემოუერთდი ჩვენს გუნდს.
სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო დღე; სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი ფიქსირებული ანაზღაურება თვეში 800 ლარი +200 (მანქანის ცვეთის ხარჯი) და ბონუსი (ჯამში სახელფასო დიაპაზონი შეადგენს 1800 დან 2500 ლარამდე ხელზე). ანაზღაურება გაიცემა თვეში ორჯერ. კომპანია უზრუნვეყოფს საწვავის ხარჯს; კანდიდატი უნდა ფლობდეს საკუთარ ავტომობილს.
ფუნქცია- მოვალეობა:
- სავაჭრო ობიექტებში ვიზიტი;
- შეკვეთების მიღება/გაფორმება;
- გაყიდვების ზრდაზე მუდმივი ზრუნვა;
- დებიტორების კონტროლი და ანალიზი;
- ობიექტების დავალიანებების კონტროლი და თანხების ამოღება.
- FIFO-ს მუდმივი დაცვა და მონიტორინგი;
- სავაჭრო ობიექტზე OUT/OVER STOCK-ზე დროული რეაგირება და ხელმძღვანელთან ერთად შესაბამისი პროცესების დაგეგმვა/უზრუნველყოფა;
- სავაჭრო ობიექტზე პროდუქციის განლაგება, პლანოგრამით და FIFO-ს დაცვით პრინციპით;
- სავაჭრო ობიექტზე პროდუქციის ფასის კონტროლი;
- სავაჭრო ობიექტზე პროდუქციის რეგულარულ და სააქციო ფასების მონიტორინგი და ასახვა;
- კვარტალში ერთხელ პროდუქციის მოკლე ვადიანების მონიტორინგი/აღწერა და რეპორტის მომზადება ხელმძღვანელისთვის წარსადგენად;
- სარეკლამო მასალების ეფექტური გამოყენება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია უმაღლესი განათლება;
- აუცილებელია მართვის მოწმობა (B კატეგორია).
უნარები:
- კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელფოსტაზე და სათაურის ველში მიუთითოთ: პრისელერ/მერჩენდაიზერი ქუთაისი.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
G&AGroup ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.