გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

5Y49SHS8 გამოქვეყნდა 12 ნოე 11 ნახვა

შესყიდვების მენეჯერი

4Hospitals

4Hospitals

4Hospitals გარე განცხადება
შეთანხმებით ბოლო ვადა: 11 დეკ
ორიგინალზე გადასვლა ↗
დაზღვევა · განცხადებაში

"4Hospitals" სამედიცინო კომპანიაა, რომელიც 2014 წლიდან ახორციელებს სამედიცინო პროდუქციისა და სერვისის მიწოდებას კლინიკებისთვის. კომპანიის განაცხადია "ხარისხი პროცესის თითოეულ ეტაპზე" _ შესაბამისად კომპანიის მოღვაწეობა ეფუძნება თანამშრომლებთან და კლიენტებთან გრძელვადიანი პარტნიორობის პრინციპებს;

"4Hospitals" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი განაკვეთი: სრული

დაქვემდებარება: საოპერაციო დირექტორი

სამუშაოს აღწერილობა

  • ახალი მომწოდებლების მოძიების უზრუნველყოფა, კომპანიის პრიორიტეტების და ინტერესების შესაბამისად;
  • კომპანიის გაყიდვების გეგმების შესრულების ხელშეწყობის მიზნით, მომწოდებლებისგან წარმოებისა და გამოგზავნის საუკეთესო პირობების მიღება, როგორც ფასის, ასევე ლოჯისტიკურ ნაწილში;
  • კომპანიის მომწოდებელ კომპანიებთან გრძელვადიანი და მდგრადი ურთიერთობების განვითარება, კომპანიის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით;
  • პროდუქტების ფასების მუდმივი შედარება კონკურენტებთან, მომწოდებლების რეგულარული მონიტორინგი საუკეთესო ფასის მისაღებად;
  • მოძიებული სარეალიზაციო პროდუქციის ხარისხის კონტროლი;
  • არსებულ მომწოდებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნება და ფასების მუდმივი მონიტორინგი, სააქციო პირობის ფარგლებში ახალი დამატებითი პირობების მიღება;
  • შესყიდვის პროცესების დაგეგმვა, განხორციელება და სრული პროცესის კონტროლი; თანმხლები დოკუმენტაციის, ხელშეკრულებების და ინვოისების კონტროლი;
  • სატრანსპორტო კომპანიებთან კომუნიკაცია, ტრანსპორტირების და საბაჟო პროცედურების კონტროლი;
  • ადგილობრივი შესყიდვების ორგანიზება და ხარჯების კონტროლი;
  • ყველა სხვა მოვალეობა, რაც დაკავშირებულია უშუალოდ კომპეტენციასთან.
  • პერიოდული რეპორტინგის წარმოება და უშუალო ხეკლმძღვანელისთვის მიწოდება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება;
  • შესყიდვების სფეროში მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება; სასურველია საერთაშორისო ზაბარზე გამოცდილება.
  • სამედიცინო პროდუქციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • უცხო ენები: ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა სავალდებულოა, ხოლო დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • სასურველია საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად და რეზიუმეს გამოსაგზავნად გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე: https://4hospitals.selfrecruit.ge/s/4HY ჩვენ გთავაზობთ: ჯანსაღ, კომფორტულ, მეგობრულ და მაღალი კორპორატიული კულტურის სამუშაო გარემოს, კარიერული განვითარებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგების შესაძლებლობას, ჯანმრთელობის დაზღვევას და რაც მთავარია, შრომის ანაზღაურების კონკურენტულ პირობებს კანდიდატის ინდივიდუალური გამოცდილებიდან გამომდინარე. პოზიციის ანაზღაურება შედგება როგორც ფიქსირებული, ასევე საბონუსე კომპონენტებისგან.

"4Hospitals" გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა