8942 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

5Y9ZENH2 გამოქვეყნდა 1 ოქტ 11 ნახვა

როვი

როვი

ფინანსური და საგადასახადო გუნდის წევრები

როვი გარე განცხადება
დისტანციური სტაჟირება ფინანსები / ბუღალტერია
ორიგინალზე გადასვლა ↗
₾300 / თვეში ბოლო ვადა: 1 ნოე

Rovi გეძებს შენ!

ფინანსური და საგადასახადო გუნდის წევრები

Rovi არის საბუღალტრო, საგადასახადო და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც კლიენტებს საერთაშორისო სტანდარტის, თანამედროვე და ტექნოლოგიურ მომსახურებას სთავაზობს. ჩვენი მიზანია, ბიზნესს დავეხმაროთ სტარტაპიდან მსხვილ კომპანიამდე ზრდასა და დასახული მიზნების ეფექტურად მიღწევაში.

ღია პოზიციები:

1. დამხმარე ბუღალტერი (ანაზღაურებადი სტაჟირება)

ბაკალავრიატის ბოლო კურსის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის, ვინც ბუღალტერიაში პირველ პროფესიულ ნაბიჯს დგამს. სტაჟირება 3-6 თვე, ანაზღაურება 300 ლარი.

2. უმცროსი ბუღალტერი

სულ მცირე 1 წლის გამოცდილებით. პირველადი აღრიცხვა, მარაგების, ძირითადი საშუალებების და დებიტორ/კრედიტორების კონტროლი, ბრუნვითი უწყისის ანალიზი.

3. ბუღალტერი

სულ მცირე 2 წლის გამოცდილებით. სრული ციკლის აღრიცხვა, საგადასახადო დეკლარაციები, პროექტების მართვა და უმცროსი კოლეგების მენტორობა.

4. პროექტების მენეჯერი

ანალოგიურ პოზიციაზე სულ მცირე 2 წლის გამოცდილებით. კლიენტების პორტფელის მართვა, ანგარიშგებისა და დეკლარაციების კონტროლი, გუნდის ხელმძღვანელობა და განვითარება.

სხვა დამატებითი დეტალები მოცემულია განცხადების ბმულზე.

რას გთავაზობთ:

  • დისტანციურ მუშაობას და მოქნილ გრაფიკს
  • კორპორატიულ დაზღვევას (B, C, D პოზიციებზე)
  • კონკურენტულ ანაზღაურებას
  • 5 დამატებით დასვენების დღეს წელიწადში
  • შიდა ტრენინგებს და პროფესიული სწავლის თანადაფინანსებას
  • მეგობრულ, განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს

AI ჩვენი ყოველდღიური სამუშაო ინსტრუმენტია და მის გამოყენებას არ გიკრძალავთ. ვაფასებთ კანდიდატებს, რომლებიც ტექნოლოგიას პროფესიონალურად იყენებენ და საბოლოო დასკვნას თავად აკეთებენ.

როგორ მოგვმართოთ

შერჩევის პირველი ეტაპი ონლაინ კითხვარია, რომელიც მოიცავს მოკლე პროფესიულ ტესტს და სიტუაციურ კითხვებს. შევსებას დაახლოებით 25-30 წუთი სჭირდება. აირჩიე მხოლოდ ერთი პოზიცია, რომელიც შენს გამოცდილებას ყველაზე მეტად შეესაბამება.

განაცხადის ბმული: ბმული https://api.followup.agency/widget/survey/BB10Y8Jnv6y0aQWYUhqt

ბოლო ვადა: 31/10/2026

ყველა კანდიდატს პასუხს 10 სამუშაო დღეში ვუბრუნებთ, მიუხედავად შედეგისა.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
როვი
მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა