დღიური მუშა
სამშენებლო კომპანია „სმარტ სოლუშენსი“ აცხადებს ვაკანსიას დღიური მუშის პოზიციაზე.
კომპანიის საქმიანობის სფეროა, ინფრასტრუქტურული და სამოქალაქო მშენებლობები.
სამუშაო ადგილი: საქართველო სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00 სთ., ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით
მოვალეობები: - სამშენებლო ობიექტზე სხვადასხვა ფიზიკური და დამხმარე სამუშაოების შესრულება - მასალების ჩამოტვირთვა, გადაზიდვა და დასაწყობება - ობიექტის დასუფთავება და სამშენებლო ნარჩენებისგან გაწმენდა - სამუშაოთა მწარმოებლისა (პრორაბის) და ხელოსნების მითითებების შესრულება
უნარჩვევები: - ფიზიკური მომზადება და შრომისუნარიანობა - პასუხისმგებლობის გრძნობა და დისციპლინა - შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა - გუნდური მუშაობის უნარი
რას გთავაზობთ: - სტაბილურ და დროულ ანაზღაურებას - ხანგრძლივი თანამშრომლობის შესაძლებლობას - უსაფრთხო სამუშაო გარემოსა და აღჭურვილობას (ჩაფხუტი, ჟილეტი და ა.შ.)
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, 2026 წლის 28 აგვისტომდე გამოაგზავნოთ CV ქართულ ენაზე, შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: i.murjikneli@ss.com.ge გთხოვთ, წერილის შინაარსში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.