პრისეილერი/სავაჭრო აგენტი
საკონდიტრო პროდუქციის სადისტრიბუციო კომპანია შპს "ჯეო გლობალ ფუდი" ეძებს პრისეილერს. თქვენი ამოცანა იქნება სავაჭრო ობიექტებთან ურთიერთობის განვითარება, შეკვეთების მიღება და ახალი კლიენტების მოზიდვა.
სამუშაო პირობები:
- გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, კვირაში 5 დღე;
- ანაზღაურება: შეთანხმებით
- ტრანსპორტი: საკუთარი ავტომობილი; საწვავის უზრუნველყოფით;
- თქვენი ძირითადი ამოცანები
- სავაჭრო ობიექტების მონახულება შეთანხმებული მარშრუტით, პროდუქციის შეთავაზება და შეკვეთების მიღება.
- არსებულ კლიენტებთან თანამშრომლობის განვითარება და ახალი სავაჭრო ობიექტების მოძიება.
- ასორტიმენტის, ფასებისა და აქციების ცოდნა; მოლაპარაკებები, მათ შორის გადახდის პირობებზე, კომპანიის წესების ფარგლებში.
რას ველით თქვენგან:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
- B კატეგორიის მართვის მოწმობა, საკუთარი ავტომობილი და მართვის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება.
- მოლაპარაკებისა და პროდუქციის წარდგენის უნარი;
- შეთანხმებების შესრულება, პუნქტუალურობა და ინფორმაციის ზუსტად აღრიცხვა.
- უპირატესობად ჩაითვლება სადისტრიბუციო სფეროში მუშაობა და რუსული ენის ცოდნა.
როგორ გამოგვეხმაუროთ:
გამოგვიგზავნეთ CV ელფოსტაზე და წერილის სათაურში მიუთითეთ "პრისეილერი".
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.