8824 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

5ZPHWHFC გამოქვეყნდა 25 აგვ 4 ნახვა

მოლარე-ბარისტა

ბაზა ჯგუფი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი კვება / რესტორნები
შეთანხმებით ბოლო ვადა:

"ბაზა ჯგუფი" - კვების სფეროში მოქმედი კომპანია, რომელიც აერთიანებს კაფეტერიებს, საწარმოო და ქეითერინგის მიმართულებებს - აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ბარისტას პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** მისამართი: დავით აღმაშენებლის გამზირი 1/2 ** სამუშაო საათები: 09:00-22:00 ** სამუშაო გრაფიკი: თვეში 15 სამუშაო დღე ** ანაზღაურება: 65 ლარი დღიურად

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლის თავაზიანი, სწრაფი და ხარისხიანი მომსახურება; ** მზა საკვების აწონვა, პორციებად გაცემა და მომხმარებლისთვის მიწოდება; ** მომხმარებლის შეკვეთის სწორად მიღება და დროული შესრულება; ** სალარო აპარატთან და POS-ტერმინალთან მუშაობა; ** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების სწორად განხორციელება; ** სალაროს გახსნა-დახურვა და ნაშთის კონტროლი; ** ყავის, ჩაისა და სხვა ცხელი/ცივი სასმელების მომზადება კომპანიის სტანდარტების შესაბამისად; ** პროდუქციის სწორად განთავსება, მარკირებისა და ვარგისიანობის ვადების კონტროლი; ** ბარის, სალაროსა და პროდუქციის მარაგების კონტროლი; ** სამუშაო სივრცის, ყავის აპარატისა და ინვენტარის სისუფთავისა და მოწესრიგების უზრუნველყოფა; ** სანიტარულ-ჰიგიენური და HACCP-ის მოთხოვნების დაცვა; ** ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა.

რას ველოდებით კანდიდატისგან:

** კომუნიკაბელურობასა და მომხმარებელზე ორიენტირებულ დამოკიდებულებას; ** პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობას; ** სისუფთავესა და მოწესრიგებულობას; ** გუნდური მუშაობის უნარს; ** პუნქტუალურობასა და ყურადღებას დეტალების მიმართ; ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 029 233

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ბაზა ჯგუფი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის