ტურისტულ კომპანიებთან ურთიერთობისა და განვითარების მენეჯერი
"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინის და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში და კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს, KTW აწარმოებს ღვინოს, ბრენდს, შუშხუნა ღვინოს და ჭაჭას ტრადიციული ქართული ტექნოლოგიებით, რომელიც შერწყმულია თანამედროვე ტექნოლოგიებთან. ეს კომპანიას აძლევს შესაძლებლობას შეინარჩუნოს ღვინის ძველი, უნიკალური გემო და შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით.
შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიას ტურისტულ კომპანიებთან ურთიერთობისა და განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები
- სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, დისტანციური ან ჰიბრიდული ფორმატით;
- ანაზღაურება - გამოცდილების და კვალიფიკაციის შესაბამისად, შეთანხმებით.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
- ახალი ტურისტული კომპანიებისა და პოტენციური პარტნიორების აქტიური მოძიება, მათთან მოლაპარაკებების წარმოება და თანამშრომლობის დაწყების უზრუნველყოფა;
- არსებული პარტნიორი ტურისტული კომპანიების შენარჩუნება, მათთან ურთიერთობების გაღრმავება და თანამშრომლობის განვითარება;
- კომპანიის ტურისტული ობიექტების, მომსახურებებისა და ტურისტული პროგრამების პარტნიორი კომპანიებისთვის გაცნობა და მათ საჭიროებებზე მორგებული შეთავაზებების მომზადება;
- ტურისტული ჯგუფების ვიზიტებთან დაკავშირებული მოთხოვნების მიღება, შესაბამისი ობიექტების მენეჯერებთან შეთანხმება და საორგანიზაციო საკითხების კოორდინაცია;
- პარტნიორი კომპანიებისგან უკუკავშირის მიღება, არსებული თანამშრომლობის შეფასება და მისი გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი ინიციატივების შემუშავება;
- ტურისტული ბაზრისა და ახალი ბიზნეს შესაძლებლობების შესწავლა, პოტენციური პარტნიორობის მიმართულებების გამოვლენა;
- ახალი პარტნიორების მოზიდვისა და არსებულ პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერების გზით კომპანიის ტურისტულ ობიექტებზე ვიზიტორების რაოდენობის ზრდისა და ტურისტული აქტივობის განვითარების ხელშეწყობა;
- ტურისტულ კომპანიებთან თანამშრომლობის მიმდინარეობის, განხორციელებული აქტივობებისა და მიღწეული შედეგების შესახებ ხელმძღვანელობის რეგულარული ინფორმირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- ტურისტულ სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- ტურისტულ კომპანიებთან თანამშრომლობის გამოცდილება და სასურველია არსებული პროფესიული კონტაქტები;
- ტურისტული ბაზრისა და ტურისტული კომპანიების მუშაობის სპეციფიკის ცოდნა;
- ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
- დამოუკიდებლად მუშაობისა და სამუშაო პროცესების ორგანიზების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
- ინგლისური ენის ცოდნა; დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV), ელ-მისამართზე და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ტურისტულ კომპანიებთან ურთიერთობისა და განვითარების მენეჯერი".
"თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები (1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით."