9468 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

61S3B6GJ გამოქვეყნდა 24 ოქტ 10 ნახვა

Full-Stack ვებდეველოპერი

ალიანს ჯგუფი გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 27 ოქტ
დაზღვევა · განცხადებაში

კომპანია "ალიანს ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას Full-Stack Web Developer-ის (PHP / JavaScript / MySQL) პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ბათუმი (შ. რუსთაველის ქ. N42)

ჩვენ შესახებ

"ალიანს ჯგუფი" პირველი ქართული სამშენებლო-დეველოპერული კომპანიაა, რომელმაც წამყვან გლობალურ ბრენდებთან პარტნიორობით შექმნა სასტუმროს ტიპის მულტიფუნქციური კომპლექსები, დანერგა თანამედროვე სამშენებლო სტანდარტები და ჩამოაყალიბა გამორჩეული საინვესტიციო კულტურა.

20 წელი, 25-ზე მეტი პროექტი და $1.5 მილიარდის ინვესტიცია - "ალიანს ჯგუფი" საერთაშორისო ბრენდებთან (Hyatt, Marriott, Hilton) კოლაბორაციით ქმნის სრულყოფილ საინვესტიციო პროდუქტს, სადაც მასშტაბური მშენებლობა და მაღალი კლასის სტუმარმასპინძლობა ერთიანდება.

პოზიციის აღწერა

ვეძებთ Full-Stack Web Developer-ს, რომელიც ჩვენს გუნდს შეუერთდება და ჩაერთვება როგორც არსებული ვებ-სისტემების განვითარებასა და გაუმჯობესებაში, ისე ახალი ფუნქციონალისა და პროექტების შექმნაში.

პოზიცია განკუთვნილია კანდიდატისთვის, რომელსაც აქვს პროგრამირების კარგი საფუძვლები, მოსწონს მრავალფეროვან ტექნიკურ ამოცანებზე მუშაობა და შეუძლია არსებული კოდის დამოუკიდებლად შესწავლა, ანალიზი და განვითარება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კონკრეტულ ტექნოლოგიებთან მუშაობის გამოცდილება, არამედ პრობლემების გადაჭრის უნარი, სწავლის სურვილი და პროფესიული განვითარების მოტივაცია.

რას გააკეთებ:

  • არსებული სისტემების ეტაპობრივად განახლებასა და რეფაქტორინგში მონაწილეობა;
  • ახალი ფუნქციებისა და მოდულების შექმნა;
  • როგორც Backend, ისე Frontend ამოცანებზე მუშაობა;
  • REST API-ებთან და სხვადასხვა ინტეგრაციებთან მუშაობა;
  • არსებული შეცდომების მოძიება და გამოსწორება;
  • სხვადასხვა გარე სერვისთან, CRM-თან და API-ს ინტეგრაციებზე მუშაობა;
  • ტექნიკური მხარდაჭერის საკითხების მოგვარება;
  • ახალი ტექნოლოგიებისა და ინსტრუმენტების შესწავლა საჭიროების მიხედვით.

ტექნიკური მოთხოვნები:

  • PHP/Laravel, MySQL;
  • JavaScript/React, HTML, CSS;
  • REST API-ის პრინციპების ცოდნა;
  • Git-თან მუშაობის გამოცდილება;
  • Linux/Docker ვებ სერვერებთან მუშაობის და დეფლოიმენტის გამოცდილება.

რას ვეძებთ კანდიდატში:

ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კონკრეტული ტექნოლოგიების ცოდნა, არამედ კარგი პროგრამირების საფუძვლები და პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი.

  • აქვს ვებ-პროექტებზე მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
  • კარგად ესმის პროგრამირების ძირითადი პრინციპები;
  • შეუძლია არსებული კოდის შესწავლა და მასში დამოუკიდებლად გარკვევა;
  • შეუძლია ამოცანის გაანალიზება და გადაწყვეტის გზის დამოუკიდებლად მოძიება;
  • შეუძლია როგორც Backend, ისე Frontend მიმართულებით მუშაობა;
  • არ ეშინია უცნობი ტექნოლოგიის ან არსებული, რთული სისტემის შესწავლის;
  • შეუძლია საჭირო ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიება და ახალი ტექნოლოგიების სწრაფად ათვისება;
  • პასუხისმგებლობით ეკიდება საკუთარ ამოცანებს და შეუძლია გუნდთან ეფექტური კომუნიკაცია;
  • აქვს არსებული კოდის გაგებისა და მასში დამოუკიდებლად გარკვევის უნარი;
  • აქვს პრობლემის დამოუკიდებლად მოძიებისა და გადაჭრის უნარი.

რას გთავაზობთ:

  • საინტერესო და მრავალფეროვან ტექნიკურ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას;
  • მოქმედი და ახალი ვებ-სისტემების განვითარებაში უშუალო მონაწილეობას;
  • პროფესიული განვითარების და ახალი ტექნოლოგიების შესწავლის შესაძლებლობას;
  • თანამედროვე სამუშაო გარემოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას, რომელიც განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილების, ტექნიკური კომპეტენციისა და პროფესიული დონის შესაბამისად.

განვიხილავთ როგორც გამოცდილ დეველოპერებს, ისე ნაკლები პრაქტიკული გამოცდილების, თუმცა ძლიერი პროგრამირების საფუძვლებისა და მაღალი მოტივაციის მქონე კანდიდატებს.

დაგვიკავშირდით:

გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: Full-Stack Web Developer დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს. გისურვებთ წარმატებას!

მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება:

"შპს ალიანს სიტი", საკონტაქტო ინფორმაცია. მონაცემთა დამუშავების მიზანია - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება, ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება; სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად; კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხრიდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმოშობის შესახებ; მონაცემთა მიმღებია - "შპს ალიანს სიტის" ადამიანური რესურსების სამსახური; პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა; ინფორმაციის შენახვის ვადაა - წინასახელშეკრულებო ეტაპის დასრულებიდან არაუმეტეს 01 თვე, ხოლო სტაჟირებისა და შრომითი ურთიერთობის არსებობისას მათი შეწყვეტიდან 3 წლის განმავლობაში, მონაცემთა სუბიექტის შემდგომი უფლებების გათვალისწინებით:

  • მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
  • მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
  • მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება;
  • მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
  • წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
  • მონაცემთა გადატანის უფლება;
  • ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
  • თანხმობის გამოხმობის უფლება;
  • გასაჩივრების უფლება.

"შპს ალიანს სიტი" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა