ბუღალტერი
საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების ქსელის "KRESTON GLOBAL"-ის წევრი ფირმა საქართველოში "Kreston Georgia" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე!
კრესტონ ჯორჯია წარმატებით უწევს საბუღალტრო, საგადასახადო თუ ფინანსური ანგარიშგების აუდიტის მიმართულებით მომსახურებას სხვადასხვა სექტორის მრავალპროფილურ ბიზნესს. აღნიშნული გარემო ჩვენი გუნდის წევრებს უქმნის საუკეთესო პლატფორმას პროფესიული განვითარებისთვის, სადაც მრავალფეროვან ბიზნესქეისებთან მუშაობით შესაძლებელია ღრმა და კომპლექსური გამოცდილების მიღება.
სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, ორხევი სამუშაო განაკვეთი: სრული ანაზღაურება: 2, 500 - 3, 000 ლარი (კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად)
ძირითადი მოვალეობები
- კომპანიების ყოველდღიური საბუღალტრო ოპერაციების წარმოება და გატარება;
- პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის მიღება, დამუშავება და კონტროლი;
- საგადასახადო პორტალზე (rs.ge) მუშაობა (ზედნადებები, ანგარიშ-ფაქტურები, დეკლარაციები);
- საბანკო გადარიცხვების განხორციელება და ამონაწერების კონტროლი/გატარება;
- დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების მუდმივი მონიტორინგი და შედარების აქტების მომზადება;
- ფინანსური/საბუღალტრო ანგარიშგებების მომზადებაში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან ეკონომიკის მიმართულებით;
- სამუშაო გამოცდილება ბუღალტრის პოზიციაზე;
- საბუღალტრო პროგრამა "ბალანსის" (Balance) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
- MS Excel-ის კარგი ცოდნა.
პიროვნული თვისებები და უნარები
- დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ორგანიზებულობა და დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება;
- გუნდურად მუშაობის უნარი.
რას გთავაზობთ
- კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
- მრავალფეროვან ქეისებთან მუშაობისა და პროფესიული ზრდის რეალურ შესაძლებლობას;
- სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს.
განაცხადის შეტანის წესი:
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე. გთხოვთ, სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ: "ბუღალტერი - ორხევი".
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 27 ნოემბერი