გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

61ZWERY8 გამოქვეყნდა 6 ნოე 12 ნახვა

ბუღალტერი

Kreston Georgia გარე განცხადება
₾2500–3000 / თვეში ჩვეულებრივის ფარგლებში · ჩვეულებრივ 2,746 ₾ · 26 განცხადება ბოლო ვადა: 28 ნოე
შესვლა და განაცხადი

საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების ქსელის "KRESTON GLOBAL"-ის წევრი ფირმა საქართველოში "Kreston Georgia" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე!

კრესტონ ჯორჯია წარმატებით უწევს საბუღალტრო, საგადასახადო თუ ფინანსური ანგარიშგების აუდიტის მიმართულებით მომსახურებას სხვადასხვა სექტორის მრავალპროფილურ ბიზნესს. აღნიშნული გარემო ჩვენი გუნდის წევრებს უქმნის საუკეთესო პლატფორმას პროფესიული განვითარებისთვის, სადაც მრავალფეროვან ბიზნესქეისებთან მუშაობით შესაძლებელია ღრმა და კომპლექსური გამოცდილების მიღება.

სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, ორხევი სამუშაო განაკვეთი: სრული ანაზღაურება: 2, 500 - 3, 000 ლარი (კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად)

ძირითადი მოვალეობები

  • კომპანიების ყოველდღიური საბუღალტრო ოპერაციების წარმოება და გატარება;
  • პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის მიღება, დამუშავება და კონტროლი;
  • საგადასახადო პორტალზე (rs.ge) მუშაობა (ზედნადებები, ანგარიშ-ფაქტურები, დეკლარაციები);
  • საბანკო გადარიცხვების განხორციელება და ამონაწერების კონტროლი/გატარება;
  • დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების მუდმივი მონიტორინგი და შედარების აქტების მომზადება;
  • ფინანსური/საბუღალტრო ანგარიშგებების მომზადებაში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან ეკონომიკის მიმართულებით;
  • სამუშაო გამოცდილება ბუღალტრის პოზიციაზე;
  • საბუღალტრო პროგრამა "ბალანსის" (Balance) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
  • MS Excel-ის კარგი ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარები

  • დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ორგანიზებულობა და დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • გუნდურად მუშაობის უნარი.

რას გთავაზობთ

  • კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
  • მრავალფეროვან ქეისებთან მუშაობისა და პროფესიული ზრდის რეალურ შესაძლებლობას;
  • სტაბილურ სამუშაო გარემოს;
  • მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს.

განაცხადის შეტანის წესი:

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე. გთხოვთ, სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ: "ბუღალტერი - ორხევი".

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 27 ნოემბერი

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა