8848 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

62AKV2Q8 გამოქვეყნდა 25 აგვ 4 ნახვა

გერმანული ენის მასწავლებელი

New Challenge გარე განცხადება
ქუთაისი ნახევარი განაკვეთი განათლება
შეთანხმებით ბოლო ვადა:

საგანმანათლებლო ცენტრი "New Challenge" აცხადებს ვაკანსიას გერმანული ენის მასწავლებლის პოზიციაზე.

ვეძებთ პასუხისმგებლობიან, მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ მასწავლებელს, რომელსაც შეუძლია მოსწავლეებისთვის საინტერესო, პრაქტიკული და შედეგზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნა.

ძირითადი მოვალეობები:

** გერმანული ენის გაკვეთილების დაგეგმვა და ჩატარება;

** მოსწავლეთა ცოდნისა და პროგრესის შეფასება;

** თანამედროვე და პრაქტიკული სასწავლო მეთოდების გამოყენება;

** ცენტრის აკადემიურ გუნდთან თანამშრომლობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გერმანული ენის კარგი ცოდნა;

** გამართული კომუნიკაციის უნარი;

** პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;

** მოსწავლეებთან მუშაობის სურვილი და უნარი;

** სწავლების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაო ფორმატი:

** შესაძლებელია როგორც ნახევარ განაკვეთზე თანამშრომლობა, ასევე საწყის ეტაპზე რამდენიმე სასწავლო ჯგუფის აყვანა. სამუშაო გრაფიკი შეთანხმდება ინდივიდუალურად.

** ჩვენ განსაკუთრებით გვაინტერესებს კანდიდატი, რომელსაც სურს გრძელვადიანი თანამშრომლობა და გერმანული ენის მიმართულების განვითარებაში აქტიური მონაწილეობა.

ადგილმდებარეობა: ქუთაისი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV და მოკლე ინფორმაცია თქვენი სწავლების გამოცდილების შესახებ ელფოსტაზე:.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
New Challenge
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის