8460 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

637FBFGG გამოქვეყნდა 3 სექ 3 ნახვა

ციფრული მარკეტინგის მენეჯერის

საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი მარკეტინგი / PR
შეთანხმებით ბოლო ვადა:

სს "საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია" აცხადებს კონკურსს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ციფრული მარკეტინგის მენეჯერის ვაკანსიაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სოციალური მედიის კონტენტ-გეგმის შედგენა და მართვა;

** Facebook, Instagram და LinkedIn-ისთვის პოსტების, Reels-ისა და Stories-ის დაგეგმვა;

** პრესრელიზების საფუძველზე სოციალური მედიის პოსტების ტექსტების (copywriting) მომზადება და საჭიროების შემთხვევაში ინგლისურ ენაზე თარგმნა;

** დიზაინერისთვის ბრიფებისა და ვიზუალური რეფერენსების მომზადება სოციალური მედიის პოსტებისთვის;

** სოციალური მედიის პოსტების დიზაინის კონცეფციის შემუშავება და დიზაინის პროცესის კოორდინაცია;

** ფოტო-ვიდეო კონტენტის გადარჩევა, შეფასება და სოციალური მედიის პლატფორმებისთვის შესაბამისი მასალის შერჩევა;

** პოსტების გამოქვეყნება და განრიგის მართვა (Meta Business Suite);

** სოციალური მედიის კონტენტის ხარისხის კონტროლი და ბრენდის ვიზუალური სტანდარტების დაცვა;

** სოციალური მედიის ანალიტიკის წარმოება - reach, engagement, follower growth, content performance და სხვა ძირითადი მაჩვენებლების მონიტორინგი;

** პერიოდული ანგარიშების მომზადება სოციალური მედიის შედეგებზე და რეკომენდაციების შემუშავება;

** კომენტარებისა და შეტყობინებების მონიტორინგი და შესაბამის გუნდთან/პასუხისმგებელ პირთან კოორდინაცია;

** ციფრული სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და მართვა;

** სარეკლამო კამპანიების თარგეთირება და შესაბამისი აუდიტორიების განსაზღვრა;

** სარეკლამო ბიუჯეტებისა და ხარჯების მართვა;

** რეკლამების შედეგების მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში ოპტიმიზაცია;

** სარეკლამო ხარჯების კონტროლი და შესაბამისი დოკუმენტაციის/ინვოისების ბუღალტერიასთან წარდგენა;

** სარეკლამო კამპანიების შედეგების ანალიტიკა და KPI-ების მიხედვით შეფასება.

** ვებსაიტზე სიახლეებისა და პროგრამების მართვა/განთავსება;

** ბლოგების და წარმატების ისტორიების გამოქვეყნება;

** ვებგვერდის კონტენტის განახლება;

** UI/UX და ტექნიკურ გუნდთან კოორდინაცია ცვლილებების დროს;

** სპეციალური კამპანიებისა და სერიების კრეატიული კონცეფციის შემუშავება;

** Google Analytics 4-ის ან ვებ-ანალიტიკის სხვა ინსტრუმენტის მართვა და ვებ გვერდის მონაცემების ანალიზი;

** ვებ გვერდის ტრეფიკის, მომხმარებლის ქცევისა და კონტენტის ეფექტიანობის მონიტორინგი;

** SEO-ს საბაზისო მართვა - საძიებო სისტემებისთვის კონტენტის ოპტიმიზაცია, საკვანძო სიტყვები და ა.შ.;

** ვებგვერდის ტექნიკური ხარვეზების/პრობლემების იდენტიფიცირება და IT/დეველოპერთან კოორდინაცია;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ციფრული მარკეტინგის, კომუნიკაციების, ან სხვა მომიჯნავე სფეროში;

** სოციალური მედიის პლატფორმების მართვისა და ციფრული კამპანიების განხორციელების პრაქტიკული გამოცდილება;

** Meta-ს სარეკლამო პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება;

** ვებგვერდის კონტენტის მართვის გამოცდილება;

** ციფრული მარკეტინგის კამპანიების დაგეგმვის, მონიტორინგისა და შედეგების ანალიზის გამოცდილება.

პროფესიული ცოდნა და უნარები:

** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა - გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაცია;

** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე;

** Meta Business Suite-ისა და Meta Ads Manager-ის კარგი ცოდნა;

** Google Analytics 4-ის (GA4) საბაზისო/კარგი ცოდნა;

** Google Ads;

** MS Office;

** Google Workspace-ის (Google Docs, Sheets, Drive და სხვ.) გამოყენების გამოცდილება;

** სოციალური მედიის ძირითადი პლატფორმების - Facebook, Instagram, LinkedIn - სპეციფიკისა და ფორმატების ცოდნა;

** სოციალური მედიისა და ციფრული კამპანიების ძირითადი KPI-ების, მეტრიკებისა და ანალიტიკის ცოდნა;

** SEO-ს საბაზისო ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

პიროვნული თვისებები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;

** კარგი ორგანიზაციული უნარები;

** სწრაფად მუშაობისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;

** გუნდური მუშაობის უნარი;

** კრეატიული აზროვნება და ახალი იდეების შეთავაზების უნარი;

** ცვლილებებსა და სწრაფად ცვალებად ციფრულ გარემოსთან ადაპტაციის უნარი;

თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კომპეტენციების შესაბამისად.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

დაინტერესებულ პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: და თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ციფრული მარკეტინგის მენეჯერი;

გთხოვთ, გაითვალისწინეთ, დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ვაკანსიის განაცხადში წარმოდგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 15 სექტემბერი.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის