8556 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

63JHS2RH გამოქვეყნდა 25 აგვ 13 ნახვა

SMOTORS

SMOTORS

ავტონაწილების გაყიდვების მენეჯერი

SMOTORS გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
შეთანხმებით ბოლო ვადა:

SMOTORS აცხადებს ვაკანსიას ავტონაწილების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე

მდებარეობა: თბილისი სამუშაო გრაფიკი: სრული.

კომპანიის შესახებ: კომპანია "სმოტორს"- ი 2001 წლიდან ახორციელებს ავტომობილების სათადარიგო ნაწილების, ასევე სპეც-ტექნიკის იმპორტსა და დისტრიბუციას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://www.smotors.ge/ "SMOTORS" - ხარისხი დეტალებშია!

სამუშაოს მოკლე აღწერა: - გასაყიდი პროდუქციის შესწავლა; - მაღაზიაში შემოსული მომხმარებლების მომსახურება; - პროდუქტის გაყიდვა და რეალიზაციის გატარება სააღრიცხვო პროგრამაში (Fina) ადგილზე შესწავლით. - პროდუქციის მიღება საწყობიდან, განთავსება შესაბამის თაროებზე და შემდეგ მისი რეალიზაცია; - უშუალო უფროსის სხვა სამსახურებრივი დავალებების შესრულება;

საკვალიფკაციო მოთხოვნები: - სასურველია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ფლობა; - სასურველია თუმცა არა სავალდებულო აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; - კლიენტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევის უნარი;

ჩვენ გთავაზობთ: - მზრდად კომპანიას, დინამიური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით; - დამწყებთათვის 2 თვიან ანაზღაურებად სწავლებას; - სხვა წამახალისებელ ბენეფიტებს სამუშაოს შესრულების ხარისხსა და შედეგებზე დაყრდნობით. - ანაზღაურება - ფიქსირებული + ბონუსი მაღაზიის ბრუნვის მიხედვით.

თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. მისამართზე: სათაურის ველში Subject აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება.

კომპანია „სმოტორს“-ი უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
SMOTORS
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის