9836 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

645SAWD3 გამოქვეყნდა 16 ოქტ 34 ნახვა

წარმოების უფროსი

ფექიჯინგ სერვისი გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
₾3500–4500 / თვეში ბოლო ვადა: 17 ნოე

ერთ-ერთი მოწინავე შესაფუთი მასალების მწარმოებელი კომპანია "ფექიჯინგ სერვისი" აცხადებს ვაკანსიას წარმოების უფროსის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ორხევი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი ანაზღაურება: 3500 - 4500 ლარი (ნეტ), გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად

პოზიციის მიზანი: საწარმოო პროცესების ეფექტიანი დაგეგმვა და მართვა, გუნდის საქმიანობის კოორდინაცია და კომპანიის საჭიროებების შესაბამისად შეკვეთების დადგენილ ვადებში და სათანადო ხარისხით შესრულების უზრუნველყოფა.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • წარმოების ყოველდღიური და ყოველკვირეული დაგეგმვა, შეკვეთების პრიორიტეტებისა და დანადგარების დატვირთვის განსაზღვრა;
  • თანამშრომლებისთვის დავალებების განაწილება და შესრულების კონტროლი;
  • წარმოების წარმართვა დამტკიცებული რეცეპტებისა და ტექნიკური ბარათების შესაბამისად;
  • საწყობთან და წარმოების ტექნოლოგთან თანამშრომლობა საჭირო მასალების მზადყოფნის უზრუნველსაყოფად;
  • პროდუქციის ხარისხის, მასალის მოხმარებისა და საწარმოო დანაკარგების კონტროლი;
  • დანადგარების გამართულობის მონიტორინგი და ტექნიკური მომსახურების კოორდინაცია;
  • სამუშაო დისციპლინისა და შრომის უსაფრთხოების წესების დაცვის კონტროლი;
  • ხელმძღვანელობისთვის წარმოების შედეგების, შეფერხებებისა და საჭიროებების შესახებ ანგარიშის წარდგენა.

ძირითადი მოთხოვნები:

  • აუცილებელია წარმოებაში მუშაობის გამოცდილება, მუყაოს შეფუთვის ან პოლიგრაფიულ წარმოებაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • გუნდის მართვის გამოცდილება;
  • სამუშაოს დაგეგმვა და პრიორიტეტების განსაზღვრა;
  • ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვა და გამოყენება.

უნარები და პიროვნული თვისებები:

  • პრობლემის გადაჭრის სწრაფი და პრაქტიკული მიდგომა;
  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
  • გუნდის სხვადასხვა დეპარტამენტთან კოორდინაციის უნარი;
  • დროის ეფექტური მართვა;
  • კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების ძლიერი უნარები;

ჩვენ გთავაზობთ:

  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • მეგობრულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს;
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობას.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გადმოაგზავნოთ რეზიუმე სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

თქვენი რეზიუმესა და მასში მოცემული პერსონალური მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ HR აუთსორსინგულ კომპანია One Point-ს გადასცემთ უფლებას, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, შეაგროვოს, შეინახოს და დაამუშაოს თქვენი მონაცემები, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს ისინი მესამე მხარეს ვაკანტურ პოზიციაზე განხილვისა და დასაქმების შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა