8847 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

65XVRQ1R გამოქვეყნდა 25 აგვ 3 ნახვა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი

პლატფორმა ჰოლდინგ ჯორჯია გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი დაცვა / უსაფრთხოება
შეთანხმებით ბოლო ვადა:

შპს "პლატფორმა ჰოლდინგ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ბათუმი, თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესების შესაბამისობის უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობასთან;

** მონაცემთა დაცვის შიდა პოლიტიკების, პროცედურებისა და რეგულაციების შემუშავება და დანერგვა;

** თანამშრომლების კონსულტირება და ტრენინგების ჩატარება მონაცემთა დაცვის საკითხებზე;

** მონაცემთა უსაფრთხოების რისკების შეფასება და რეკომენდაციების გაცემა;

** ინციდენტების მართვა, რეაგირება და ანგარიშგება ზედამხედველ ორგანოსთან საჭიროების შემთხვევაში;

** მონაცემთა დაცვის აუდიტის ჩატარება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;

** კომუნიკაცია მონაცემთა დაცვის სამსახურთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (იურიდიული, კიბერუსაფრთხოების, IT ან სხვა შესაბამისი მიმართულებით);

** პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია მინ. 1 წელი);

** საქართველოს კანონის "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" და GDPR-ის ცოდნა;

** პოლიტიკებისა და რეგულაციების შედგენის გამოცდილება;

** კომუნიკაციისა და ტრენინგების ჩატარების უნარი;

** ანალიტიკური აზროვნება და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

რას ვთავაზობთ:

** მეგობრული და პროფესიონალური სამუშაო გარემო;

** კონკურენტული ანაზღაურება;

** მოქნილი სამუშაო გრაფიკი (თუ ეს შესაძლებელია).

თუ თვლით, რომ თქვენი გამოცდილება და უნარ-ჩვევები შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს და ამავდროულად გსურთ შემოუერთდეთ შპს "პლატფორმა ჰოლდინგ ჯორჯიას" პროფესიონალთა გუნდს, გადმოგვიგზავნეთ რეზიუმე, ელ. ფოსტის მისამართზე და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გადმოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პირადი და პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
პლატფორმა ჰოლდინგ ჯორჯია
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის