პროფესორის ასისტენტი
პირდაპირი
რას ნიშნავს „პირდაპირი“
ეს დამსაქმებელი findjobs.ge-ზე აქვეყნებს და აქვე პასუხობს. განცხადება მისია, ამ საიტისთვის დაწერილი, და არა სხვა წყაროდან აღებული.
ასაქმებ? შენი საკუთარი განცხადებები გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა შეგროვებულებზე მაღლა ჩანს, განაცხადები შენს ანგარიშში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება. განათავსე ან გადმოიბარე შენი განცხადება უფასოდ.
წამყვანი სამედიცინო ცენტრი თბილისში იწვევს მოტივირებულ და ორგანიზებულ თანამშრომელს პროფესორის ასისტენტის პოზიციაზე, პროფესორის ყოველდღიური საქმიანობის ეფექტური მხარდაჭერისა და ადმინისტრაციული პროცესების მართვისთვის.
ვაკანსიის დასახელება: პროფესორის ასისტენტი ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ძირითადი მოვალეობები
- პროფესორის პაციენტების კმაყოფილების უზრუნველყოფა
- პაციენტთა ნაკადების მართვა
- პაციენტთა მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა
- პრე და პოსტოპერაციული კვლევების უზრუნველყოფა, პოსტოპერციული ფოლოუ-აფი
- ამბულატორიულ პაციენტთა მომზადება პროფესორთან ვიზიტისთვის
- უცხოელ პაციენტთა ორგანიზება, კომუნიკაცია, მოზიდვა, დაგეგმვა
- მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება
- კონსულტაციით, დიაგნოსტიკით, მკურნალობით დაინტერესებულ პაციენტებთან კომუნიკაცია
- პროფესორის გაცემული განკარგულებების შესრულების მონიტორინგი და შეფერხების შემთხვევაში დროული ინფორმირება / შეხსენება
- შეხვედრების, ვიზიტებისა და ღონისძიებების დაგეგმვა, კალენდრის მართვა.
- სატელეფონო ზარების, ელ-ფოსტისა და ოფიციალური კორესპონდენციის გაფილტვრა და მართვა.
- შეხვედრების ოქმების შედგენა და მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების მონიტორინგი.
- სამუშაო მივლინებების ორგანიზება (ბილეთები, სასტუმროები, ტრანსპორტირება).
- კლინიკის დეპარტამენტებს შორის პროფესორის პაციენტებზე ინფორმაციისა და ოპერატიული დავალებების სწრაფი მიმოცვლის უზრუნველყოფა.
- დეპარტამენტებიდან პერიოდული ანგარიშების შეგროვება, სისტემატიზაცია და წარდგენა.
- კლინიკაში მიმდინარე პროექტებისა და სიახლეების მიმდინარეობის მონიტორინგი.
- პრეზენტაციების, ანგარიშებისა და ოფიციალური წერილების მომზადება.
ძირითადი მოთხოვნები
- რაიმე სახის სამედიცინო განათლება
- პაციენტებთან კომუნიკაციის გამოცდილება
- გამართული და დახვეწილი მეტყველება
- დავალებების მაღალი პასუხისმგებლობითა და დეტალებზე ორიენტირებულობით შესრულება
- კრიტიკულ სიტუაციებში დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების უნარი
- მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება
- ასისტენტის, მენეჯერის ან ადმინისტრაციულ პოზიციაზე მუშაობის 1-2 წლიანი გამოცდილება.
- ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა, უცხო ენების (ინგლისური/რუსული) ფლობა.
- MS Office-ისა და კალენდარული სისტემების მაღალ დონეზე ცოდნა.
- მაღალი პასუხისმგებლობა, კონფიდენციალურობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და დროის ეფექტური მართვა.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ CV შემდეგ ელ-ფოსტაზე და სათაურში (Subject) მიუთითეთ: "პროფესორის ასისტენტი".