8610 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

67X5WVAZ გამოქვეყნდა 25 აგვ 11 ნახვა

ამბოლი

ამბოლი

გაყიდვების კონსულტანტი

ამბოლი გარე განცხადება
ბათუმი სრული განაკვეთი გაყიდვები
შეთანხმებით ბოლო ვადა:

კომპანია "ამბოლი" დაარსდა 2004 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში საავტომობილო პროდუქტების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია. ამ ეტაპზე კომპანია ამბოლი წარმოდგენლია 22 ფილიალით საქართველოს რამდენიმე ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, გორი, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, ახალციხე, ფოთი და მარნეული.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: www.amboli.ge www.facebook.com/amboli.ge

კომპანია „ამბოლი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ლეონიძის 1; სამუშაო საათები: 10:00 - 19:00.

ძირითადი მოვალეობები: - პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად შესწავლა (საბურავები, საცხებ-საპოხი მასალები, აკუმულატორები, ავტონაწილები); - კლიენტებთან კონსულტაციის გაწევა და პროდუქციის შეთავაზება; - ფილიალში პროდუქციის სათანადოდ განლაგება; - ყოველდღიური ანგარიშის მომზადება გაყიდვების შესახებ; - გაყიდვების გეგმების შესრულება; - ფინანსური ოპერაციების პროგრამული ასახვა; - სასაქონლო ზედნადების და სალარო ოპერაციების შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება (შემოსავლის/გასავლის ორდერი, გადახდის ქვითარი); - სალარო-აპარატის და საბანკო ტერმინალის მოხმარება; - დღის ბოლოს წარმოებული ოპერაციების დოკუმენტაციისა და პროგრამული მონაცემების შედარება და სისწორის უზრუნველყოფა.

ძირითადი მოთხოვნები: - სასურველია უმაღლესი განათლება; - გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება; - სასურველია საავტომობილო სფეროში გამოცდილება; - საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა; - სასურველია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; - სასურველია სალაროსთან მუშაობის გამოცდილება; - ნაღდ ვალუტასთან მუშაობის უნარი.

აუცილებელი უნარები: - მოლაპარაკების წარმოების უნარი; - პუნქტუალურობა, მოწესრიგებულობა, დისციპლინირებულობა; - მოსმენა, შეთავაზება და კლიენტის დარწმუნება; - შედეგზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ამბოლი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის