7437 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

682PAVC7 გამოქვეყნდა 25 აგვ 3 ნახვა

შიდა განვადების პრობლემური განყოფილების სპეციალისტი

კონტაქტჰოუმი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შეთანხმებით ბოლო ვადა:

"Kontakt"-ი არ არის უბრალოდ ტექნიკის მაღაზია — ეს არის სივრცე ინოვაციებისა და საუკეთესო არჩევანისთვის! ჩვენ ვთანამშრომლობთ მსოფლიოს 30-ზე მეტ გიგანტთან (Samsung, LG, Bosch, Huawei, Realme, Sony, Hoffmann და სხვა). ჩვენს მომხმარებელს ვუქმნით კომფორტს.

ჩვენთან უკვე 250-ზე მეტი პროფესიონალი მუშაობს და ჩვენი მთავარი მიზანი შენი კარიერული წინსვლაა. თუ გინდა განვითარდე გარემოში, რომელიც აფასებს შენს შრომას — შენი ადგილი ჩვენთანაა!

რა იქნება შენი მისია? შენ იქნები მთავარი რგოლი მომხმარებელსა და სასურველ ნივთს შორის. შენი დახმარებით, ტექნიკის შეძენა გახდება მარტივი და ხელმისაწვდომი.

რას გააკეთებ როგორც შიდა განვადების პრობლემური განყოფილების სპეციალისტი:

** კლიენტებთან სატელეფონო კომუნიკაციის დამყარება, გადახდის თარიღების და თანხების დაზუსტება;

** საჭიროების შემთხვევაში გადახდის გრაფიკის განმარტება ან გადახდის შესახებ შეთანხმების მოძიება;

** კომპანიის შიდა განვადების პოლიტიკის დაცვა და კლიენტებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება;

** არსებულ კლიენტებთან დადებითი ურთიერთობის შენარჩუნება და მათი მოთხოვნების სწორად დაფიქსირება;

** ზარებისა და მიღებული გაყიდვების/გადახდების შედეგების ყოველდღიური აღრიცხვა და ანგარიშგება პასუხისმგებელ პირთან.

ეს ვაკანსია შენთვისაა, თუ:

** ხარ დეტალებზე ორიენტირებული და გიყვარს სიზუსტე;

** კარგად ფლობ MS Office პროგრამებს;

** შეგიძლია კომუნიკაცია ინგლისურ ან რუსულ ენაზე;

** გამოცდილება საკრედიტო/მომსახურების სფეროში ჩაითვლება დიდ პლუსად!

რატომ უნდა აირჩიო "კონტაქტ ჰოუმი"?:

** ფინანსური სტაბილურობა: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი;

** კომფორტული გრაფიკი: 40 საათიანი სამუშაო კვირა (კვირაში 5 დღე, 2 დღე დასვენება).

** ჯანმრთელობა: კორპორატიული დაზღვევა შენთვის და შენი ოჯახის წევრებისთვის;

** ჯანსაღი ცხოვრება: Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა;

** ბალანსი: წელიწადში 3 დამატებითი ანაზღაურებადი დასვენების დღე (Day Off);

** კარიერა: რეალური დაწინაურების პერსპექტივა და პროფესიული ტრენინგები;

მზად ხარ ახალი გამოწვევისთვის? ნუ გადადებ, გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე (CV) მისამართზე:. სათაურის ველში მიუთითე: " შიდა განვადების პრობლემური განყოფილების სპეციალისტი".

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 24 სექტემბერი, 2026 წელი

შენი კარიერული ზრდა აქ იწყება!

გისურვებთ წარმატებას!

** * მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
კონტაქტჰოუმი

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა