7822 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

685AB8Y6 გამოქვეყნდა 29 აგვ 14 ნახვა

ავტომობილის ექსპერტ-შემფასებელი

ქარსფეისი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ლოგისტიკა / მძღოლები
₾1800 / თვეში ბოლო ვადა:

ავტოიმპორტიორი კომპანია "Carspace" აცხადებს ვაკანსიას ავტომობილის ექსპერტ-შემფასებლის პოზიციაზე.

"Carspace" გთავაზობთ სრულყოფილ მომსახურებას ავტომობილების იმპორტის სფეროში, როგორც ფიზიკური პირებისთვის, ისე დილერებისთვის. ჩვენი კომპანია უზრუნველყოფს: ავტომობილების შეძენას აშშ-ს საერთაშორისო აუქციონებიდან. ტრანსპორტირების სრულ მომსახურებას. საბაჟო პროცედურების სწრაფ და ეფექტიან მართვას. სერვისს დილერებისთვის, რაც მოიცავს ავტომობილების დიდი პარტიების შემოტანისა და განაწილების სრულ პროცესს. "Carspace"-ის პრიორიტეტი ხარისხი, სანდოობა და დროული მომსახურებაა, რაც საშუალებას გაძლევთ მიიღოთ სასურველი ავტომობილი მარტივად და კომფორტულად.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-დან 18:00-მდე

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი. აღმაშენებლის ხეივანი N19

ანაზღაურება: 1800 ლარი Net

დასაქმებულს ვთავაზობთ:

** კორპორატიულ დაზღვევას

** პროფესიული ტრენინგების გავლის საშუალებას

** Fitpass

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ავტომობილების ზიანის ვიზუალური შეფასება;

** ავტომობილის დაზიანების მიხედვით შესაბამისი კალკულაციის შედგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული მახასიათებლები:

** ავტომობილის ტექნიკური ცოდნა;

** ავტო სერვისში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;

** ამერიკის წამყვან აუქციონებზე მონაწილეობის გამოცდილება; (COPART; IAAI)

** ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი;

** სასურველია რუსული ენის ცოდნა.

დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე:

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება!

გისურვებთ წარმატებას!

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე (CV) "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "ქარსფეისი"-ს -ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე (CV) შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ან რეზიუმე (CV) შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV).

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ქარსფეისი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა