პარტნიორი

უფასო განცხადებები მთელ საქართველოში.

გახსენი classified.ge
← ყველა ვაკანსია

68QEFHTY გამოქვეყნდა 13 ნოე 2 ნახვა

უფროსი სამოქალაქო ინჟინერი

Coteccons Construction გარე განცხადება
შეთანხმებით შესვლა და განაცხადი

გამოქვეყნდა 13 ნოე (დარჩა 18 დღე) ბოლო ვადა: 1 დეკ

სამშენებლო კომპანია "კოტეკონს კონსთრაქშენ" ქ. ბათუმში მიმდინარე პროექტისთვის — Silk Towers — ეძებს გამოცდილ უფროს სამოქალაქო ინჟინერს (Senior Civil Engineer).

კომპანია, 20 წელზე მეტი გამოცდილებით, ვიეტნამის ერთ-ერთი წამყვანი სამშენებლო კომპანიაა, რომელიც თანამედროვე სამშენებლო ტექნოლოგიებითა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით ახორციელებს მსხვილმასშტაბიან საცხოვრებელ, კომერციულ, სამრეწველო და ინფრასტრუქტურულ პროექტებს.

საქართველოში მიმდინარე არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი კომპანიის გრძელვადიან ხედვას, მაღალ ამბიციებსა და ქართული სამშენებლო სექტორის განვითარებაში აქტიურ ჩართულობას უსვამს ხაზს.

სამუშაო პირობები

  • სამუშაო განაკვეთი - სრული, ორშაბათი-პარასკევი (09:00-18:00);
  • სამუშაო ადგილი - ქ. ბათუმი, Silk Towers-ის სამშენებლო ობიექტი;
  • ანაზღაურება - კონკურენტული, კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ

  • კომპანიის მიერ სრულად დაფინანსებულ სამედიცინო დაზღვევას;
  • კორპორატიულ სიმ-ბარათს უფასო ინტერნეტითა და სალაპარაკო წუთებით;
  • მასშტაბურ მაღლივ პროექტზე საერთაშორისო გუნდთან მუშაობისა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას.

ფუნქცია-მოვალეობები

  • სამშენებლო, მათ შორის კონსტრუქციული სამუშაოების ზედამხედველობა და კოორდინაცია ობიექტზე;
  • სამუშაოების შესრულების კონტროლი პროექტის, ტექნიკური ნახაზებისა და სპეციფიკაციების შესაბამისად;
  • დამკვეთთან, კონსულტანტებთან და ქვეკონტრაქტორებთან სამუშაო საკითხების განხილვა და კოორდინაცია ინგლისურ ენაზე;
  • სამუშაო გრაფიკის დაგეგმვა და შესრულების მონიტორინგი;
  • ხარისხისა და შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის კონტროლი ობიექტზე;
  • ტექნიკური პრობლემების ოპერატიული გადაჭრა და საინჟინრო გუნდის ხელმძღვანელობა.

მოთხოვნები

  • სამოქალაქო ინჟინერიის ბაკალავრის ან უფრო მაღალი ხარისხი;
  • სამოქალაქო ინჟინერიის სფეროში მუშაობის მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილება, მათ შორის მაღალსართულიანი შენობების პროექტებზე;
  • ინგლისური ენის კარგი ცოდნა (ზეპირი და წერილობითი) — აუცილებელია ობიექტზე დამკვეთთან სამუშაო საკითხების დამოუკიდებლად განხილვა და კოორდინაცია;
  • სამშენებლო მეთოდების, კონსტრუქციული სამუშაოებისა და სამშენებლო ობიექტის მართვის საფუძვლიანი ცოდნა;
  • ტექნიკური ნახაზების კითხვისა და ინტერპრეტაციის უნარი;
  • AutoCAD-ისა და MS Office-ის პროგრამების ცოდნა;

უპირატესობა მიენიჭება

  • MS Project-ის ან Primavera-ს ცოდნას;
  • საერთაშორისო გუნდში მუშაობის გამოცდილებას.

შერჩევის ეტაპები

  • CV-ების განხილვა;
  • გასაუბრება ინგლისურ ენაზე (მათ შორის ტექნიკური საკითხების განხილვა).

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე 2026 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით.

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ: "Senior Civil Engineer - Silk Towers", წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "კოტეკონს კონსთრაქშენ" - მა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "კოტეკონს კონსთრაქშენ" - ის ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

დეტეილერი - სპეციალისტი ავტომობილის კოსმეტიკური აღდგენის

საჭიროა პირადობის დადასტურება ახალი
Sigua on Staff თბილისი სრული განაკვეთი მშენებლობა / რემონტი
მიმართე აქ 12 ნოე ₾2500 12 ნოე

სამოქალაქო ინჟინერი / არქიტექტორი – გერმანულ და ინგლისურ ენაზე მოლაპარაკე

AplusSolutionGmbH თბილისი სრული განაკვეთი მშენებლობა / რემონტი
მიმართე აქ 9 ნოე ₾1750–3500 9 ნოე −18% ჩვეულებრივთან შედარებით

სამშენებლო სამუშაოთა მწარმოებელი

ახალი
ადლი თბილისი სრული განაკვეთი მშენებლობა / რემონტი
მიმართე აქ დაზღვევა · განცხადებაში 13 ნოე 13 ნოე

სამშენებლო ხარისხის კონტროლის მენეჯერი

ახალი
ადლი თბილისი სრული განაკვეთი მშენებლობა / რემონტი
მიმართე აქ დაზღვევა · განცხადებაში 13 ნოე 13 ნოე

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა